png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
06 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შპს "კაია"-მ ახალი საწარმოო ხაზი გახსნა

  • ეკონომიკა
  • 20.08.2020
  • 16:19
საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით შპს "კაია"-მ ახალი საწარმოო ხაზი გახსნა

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის კვალდაკვალ ახალი პროექტების დაფინასებას აგრძელებს.

 

ბანკის ფინანსური მხარდაჭერით და „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით შპს „კაია“-მ ახალი დანადგარები შეიძინა და ახალი საწარმოო ხაზის გახსნის გადაწყვეტილება მიიღო. ამით კომპანიამ საკუთარი, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მძიმე მრეწველობის განვითარებაში.

კომპანია 2011 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და აწარმოებს ლითონის სახარჯ მასალებსა და ნაწილებს. მის წარმოებაში არსებული ლითონის მასალები ფართოდ გამოიყენება როგორც სამრეწველო, ისე საყოფაცხოვრებო მიმართულებით. კომპანია მრავალპროფილურია. ის გარდა წარმოებისა ახდენს საინჟინრო და სავენტილაციო გაყვანილობების მონტაჟს. კომპანია გარდა საკუთარი საჭიროებისა, პროდუქციას სარეალიზაციოდ აწარმოებს და ღირსეულ კონკურენციას უწევს იმპორტირებულ ნაწარმს.

"კაია"- ს ბრენდის პროდუქცია სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ბიზნესის განვითარების ეტაპზე, უკვე არსებული დაფინანსების გარდა, კომპანიას გაუჩნდა საჭიროება, საწარმოო ხაზის გაფართოებისთვის ახალი დანადგარები შეეძინა. ბანკმა ამ შემთხვევაშიც გამოიჩინა მზაობა, გვერდში დადგომოდა ბიზნესს. კომპანიამ პანდემიიდან გამოწვეული კრიზისის მიუხედავად გადაწყვიტა ხელი შეეწყო შიდა წარმოების ზრდისთვის, რაც ბანკისა და შპს „კაია“-ს პარტნიორობის შედეგად გახდა შესაძლებელი. საწარმოში ამჟამად ჯამში 60 ადამიანია დასაქმებული. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 1 345 000 ლარია.

"მოხარული ვართ რომ გვაქვს შესაძლებლობა წვლილი შევიტანოთ ეროვნულ საქმეში, რასაც ქართული მძიმე მრეწველობის წახალისება და ხელშეწყობა ჰქვია. სასიამოვნოა, რომ ეს ჩვენი და შპს „კაია“-ს უკვე მეორე წარმატებული ერთობლივი პროექტია. მნიშვნელოვანია, რომ კომპანია მიზნად ისახავს ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას და მუდმივად ზრუნავს განვითარებაზე. მიგვაჩნია, რომ კომპანიები, რომლებიც ორიენტირებულები არიან წინსვლაზე და არ ჩერდებიან, ნადვილად შეძლებენ წარმატების მიღწევას. ბანკში გვჯერა, რომ თუკი ხელს შევუწყობთ ასეთ ბიზნესებს, ჩვენ ერთად შევძლებთ წარმატებეული ეკონომიკის მშენებლობას",- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge