png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკში იურიდიული პირები ანგარიშის გახსნას ონლაინ შეძლებენ

  • ეკონომიკა
  • 11.09.2020
  • 18:00
საქართველოს ბანკში იურიდიული პირები ანგარიშის გახსნას ონლაინ შეძლებენ

საქართველოს ბანკი მომხმარებლის ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა თუ სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი შპს-ს და ინდ. მეწარმეებს აძლევს შესაძლებლობას, ბანკში მიუსვლელად გახდნენ საქართველოს ბანკის მომხმარებლები და დისტანციურად გახსნან ორგანიზაციის პირველი ანგარიში.

იმისათვის, რომ კომპანიის დირექტორმა ანგარიში დისტანციურად გახსნას, ის, როგორც ფიზიკური პირი, საქართველოს ბანკის მომხმარებელი უნდა იყოს. მას შემდეგ რაც, შპს-ს ან ინდ. მეწარმე დისტანციურად გახდება საქართველოს ბანკის ბიზნესკლიენტი, ანუ გახსნის პირველ ანგარიშს, ის ავტომატურად მიიღებს ბიზნესის სამართავად საჭირო ყველა პროდუქტს. როგორიცაა: მიმდინარე ანგარიში (GEL, USD, EUR), ინტერნეტბანკი, ბიზნეს ბარათი (Cash Card ან Business Card) და შეტყობინებების სერვისი. 

იმ შპს-სა და ინდ. მეწარმისთვის, რომელიც დისტანციურად გახსნის ანგარიშს, ბანკის გადაწყვეტილებით, 6 თვის განმავლობაში სერვისები (მიმდინარე ანგარიში (GEL, USD, EUR), ინტერნეტბანკი, ბიზნეს ბარათი (Cash Card ან Business Card) და შეტყობინებების სერვისი) სრულიად უფასო იქნება. საქართველოს ბანკი კიდევ უფრო მეტი კომფორტისთვის მომხმარებელს, თბილისის მასშტაბით, ასევე უფასოდ სთავაზობს ბარათის ადგილზე მიტანის სერვისს.

დისტანციური ანგარიშის გასახსნელად საკმარისია მომხმარებელმა ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტების ატვირთვის გარეშე შეავსოს მარტივი განაცხადი შემდეგ ბმულზე.

"როგორც ყოველთვის, ახლაც საქართველოს ბანკი ზრუნავს ბიზნესების ხელშეწყობასა და განვითარებაზე და იმაზე რომ მომხმარებელს მათ საჭიროებაზე, ინტერესებზე მორგებული პროდუქტი თუ სერვისი წარუდგინოს. ამჯერად ბანკმა იურიდიულ პირებს ონბორდინგი დისტანციურად შესთავაზა. იმისათვის, რომ შპს-მ და ინდ. მეწარმემ გახსნას კომპანიის პირველი ანგარიში, ამისათვის საჭიროა, ის, როგორც ფიზიკური პირი, იყოს ჩვენი მომხმარებელი, ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის გარეშე შეავსოს მარტივი ფორმა, რის შემდეგაც ის ბიზნეს პაკეტით გათვალისწინებულ სერვისებს 6 თვის განმავლობაში, სრულიად უფასოდ მიიღებს",- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge