png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ჩეჩნეთში არქეოლოგებმა შუა საუკუნეების ქართული დამწერლობის ძეგლი აღმოაჩინეს

  • კულტურა
  • 17.09.2020
  • 20:03
ჩეჩნეთში არქეოლოგებმა შუა საუკუნეების ქართული დამწერლობის ძეგლი აღმოაჩინეს

ჩეჩნეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგებმა შუა საუკუნეების ქართული დამწერლობის ძეგლი [ქვა ასომთავრული წარწერით] აღმოაჩინეს. იუწყება რუსული სააგენტო ტასი ჩეჩნეთის ჰუმანიტარული კვლევის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელ აზმაათ ახმაროვზე დაყრდნობით.

იტუმ-კალინსკის რაიონში აღმოჩენილი ქვა შეიცავს ასომთავრული შრიფტით დაწერილ ტექსტს.

სოფელი ბაულოიში, იტუმ-კალინსკის რაიონში, მეჩეთის ნანგრევების შესწავლისას ნაპოვნია შუა საუკუნეების დამწერლობის იშვიათი ნიმუში. ეს ქვის ბლოკი შეიცავს ტექსტს, რომელიც 24 ასოსგან შედგება და დაწერილია ასომთავრული შრიფტით. არტეფაქტი გადატანილია გროზნოში ჩეჩნეთის რესპუბლიკის არქეოლოგიური კვლევის ცენტრში. ქართველ კოლეგებთან ერთად დაწყებულია ტექსტის გაშიფვრის სამუშაო", - წერს ახმაროვი Facebook-ზე.

მეცნიერის თქმით, აღმოჩენა უნიკალურია მთიანი ჩეჩნეთისთვის, ასეევე მდინარე არღუნის ხეობისთვის, რომელიც სათავეს საქართველოში იღებს.

მისივე თქმით, აღმოჩენა უნიკალურია იმითაც, რომ მანამდე ჩეჩნეთში აღმოჩენილი მსგავსი ნიმუშები, მხოლოდ მოკლე ფრაზებსა და რამდენიმე ნიშანს შეიცავდა.

უძველეს სოფელ ბაულოიში მდებარე მეჩეთი ქრისტიანული ტაძრის ადგილზეა აგებული. ტაძარი ქართველი მისიონერების გამოჩენის შემდეგ აშენდა. შუასაუკუნეების ქართული კვალი ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში დღემდეა შემორჩენილი. ინგუშეთისა და დაღესტნის მთებში აშენებულია ქართული ძეგლები - ტყობა-ერდისა და დათუნას ტაძრები. ორივე ძეგლი ჩეჩნეთში ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსს ატარებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge