png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში ვენახი გაშენდა

  • ეკონომიკა
  • 05.10.2020
  • 14:26
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გორში ვენახი გაშენდა

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით გორში, სოფელ ტყვიავში ვენახი გაშენდა.   სარწყავ-საირიგაციო სისტემა კი წვეთოვანი გაყვანილობით აღიჭურვა. კომპანია „ალექსანდრე ვენახმა“ 14.7 ჰა-ს ტერიტორიაზე, 50 000 ძირი ქართლის წითელყურძნიანი ვაზის აბორიგენული ჯიში- „შავკაპიტო“  12.3 ჰა- ზე გააშენა.  ამჟამად ვაზის ზრდის პროცესი მიმდინარეობს, 2021 წელს კი პირველი რთველი გაიმართება. მეწარმე სამომავლოდ როგორც ბოთლის, ასევე ქვევრის ღვინის წარმოებას გეგმავს. მოსავლის აღების პირველივე  წელს 50 000 ცალი ბოთლის ღვინის ჩამოსხმა იქნება შესაძლებელი. კომპანია წარმოებული ღვინის 90%-ის რეალიზაციას ექსპორტზე, კერძოდ კი ევროკავშირის ბაზარზე გატანას გეგმავს.

პროექტის ჯამური ინვესტიცია დაახლოებით 600,000 ლარს შეადგენს. ვენახის გაშენებისთვის საქართველოს ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსება 75,000 ლარს შადგენს.  ყოველდღიურ სამუშაო პროცესში დასაქმებულია 15-20 ადამიანი. პროექტის ფარგლებში კი ჯამურად 50 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა. 

 „საქართველოს ბანკი მუდმივად მზადაა მხარი დაუჭიროს ისეთ პროექტებს, რომლებიც ადგილობრივი წარმოების განვითარებას ისახავს მიზნად. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივები მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილების შექმნაში და ამავდროულად, რეგიონის ეკონომიკის განვითარებაში. ჩვენ არ ვჩერდებით, და ვაგრძელებთ ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერას. “ - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge