png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს

  • ეკონომიკა
  • 05.10.2020
  • 11:27
 საქართველოს ბანკი სასტუმრო სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს

საქართველოს ბანკი სასტუმრო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. სექტორის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ბანკმა 9 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიცია გამოყო. ფინანსური რესურსი თბილისის ისტორიულ უბან ავლაბარში, 65 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას მოხმარდება. Clocks Hotel Tbilisi საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით შემუშავებული პროექტის მიხედვით შენდება. პროექტის განხორციელების პროცესში  ამჟამად 52 ადამიანია დასაქმებული.  სასტუმროს  გახსნა 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება, რის შემდეგაც ობიექტი დამატებით 70 სამუშაო ადგილს შექმნის.

პროექტზე მუშაობის პროცესში, სასტუმროს მენეჯმენტის ძირითადი მიმართულება ისეთი ადგილობრივი ბრენდის შექმნა იყო, რომელიც თავისუფლად გაუწევდა კონკურენციას ცნობილი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროებს არამხოლოდ მაღალი ხარისხის მომსახურებით, არამედ შენობის დაგეგმარებისა და უსაფრთხოების საერთაშორისო უმაღლესი სტანდარტებით. სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. გარდა გამორჩეულად დახვეწილი ნომრებისა, Clocks Hotel Tbilisi- ში განთავსდება 2 საკონფერენციო დარბაზი, 2 რესტორანი, ბარი, ტერასა თბილისის ულამაზესი ხედებით და გამწვანებული ეზო, რომელიც განსაკუთრებულად მყუდრო გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.

განსაზღვრული სეგმენტი მოიაზრებს MICE ტურიზმის განვითარებას,  როგორც სხვადასხვა კომპანიების მასპინძლობითა თუ საქმიანი შეხვედრების ორგანიზებით, ასევე მოგზაურების და სხვა სტუმრების მიღებას. სამომავლოდ ასევე იგეგმება საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით ტურიზმის სექტორში დამატებითი პროექტების განხორციელება, რომლებიც საქართველოს რეგიონებში იქნება გადანაწილებული. 

პროექტის ჯამური ღირებულება 14 მლნ ლარს შეადგენს.

“სასიხარულოა, რომ ჩვენი ფინანსური მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო სტანდარტების სასტუმრო შენდება. ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერა ჩვენს უცვლელ პრიორიტეტად რჩება, შესაბამისად სასიამოვნოა, რომ ბანკთან თანამშრომლობით Clocks Hotel Tbilisi საქმიანობას ავითარებს. სასტუმროს გახსნა 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება. მისი გამორჩეულად მაღალი ხარისხი და თანამედროვე დიზაინი პროექტს კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს პარტნიორს ამ საინტერესო პროექტის განხორციელებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ ქოქოსაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge