თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
- საზოგადოება
- 14.10.2020
- 11:30
თბილისის მერიის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული კულტურისა და სპორტის განყოფილებაში მუშაობს.
მერიის 10-მდე თანამშრომელი თვითიზოლაციაშია გადაყვანილი, მათ PCR ტესტირება ჩაუტარდათ, ტესტის პასუხები ნეგატიურია.
არსებული ინფორმაციით, ინფიცირებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ის კლინიკაში მკურნალობს.
დედაქალაქის მუნიციპალიტეტის შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა.