png.ge
png.ge
png.ge
16+
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 ოქტომბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

კორონავირუსით ინფიცირებული 341 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

  • საზოგადოება
  • 20.10.2020
  • 11:56
კორონავირუსით ინფიცირებული 341 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში, გვაქვს დადასტურებული 1 194 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით, ჯამური რაოდენობა შეადგენს 19 857 პირს. მათ შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი არის 328, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 8 666, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა.

ბერდია სიჭინავამ კოვიდ 19-ის უახლეს სტატისტიკაზე და ბოლო 24 საათის განმავლობაში მთავრობის მიერ გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა.

"დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათში, გვაქვს დადასტურებული 1 194 ახალი შემთხვევა, ხოლო ქვეყნის მასშტაბით, ჯამური რაოდენობა შეადგენს 19 857 პირს. მათ შორის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, გამოჯანმრთელებული ადამიანების რიცხვი არის 328, ხოლო ჯამური მაჩვენებელი 8 666.

სამწუხაროდ, დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათი განმავლობაში, გვაქვს გარდაცვალების 15 შემთხვევა, ხოლო ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 158-ს. მათ შორის, თბილისში გვაქვს 7 გარდაცვალების შემთხვევა, ბათუმის რეგიონში - 4 , ქუთაისში -2, გორში -1, ხოლო მცხეთაში - 1.

დღეს გამოვლენილი 1 194 შემთხვევიდან, თბილისში გვაქვს - 425, აჭარაში - 193, იმერეთში - 372, - გურიაში - 21, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 27, ქვემო ქართლში - 53, შიდა ქართლში - 64, მცხეთა-მთიანეთში - 18, კახეთში - 3, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 9, სამცხე-ჯავახეთში - 9.

ამ ეტაპზე, მიმდინარე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 10 182, 19 ოქტომბრის 00:00 საათის მდგომარეობით. მათ შორის, 2 817 პირი მკურნალობს საავადმყოფოში, აქედან თბილისის საავადმყოფოებში - 1 383, ხოლო აჭარაში - 588.

მძიმე პაციენტი გვყავს 341 პირი. აქედან, თბილისში განაწილებულია 172 პირი, ხოლო აჭარაში - 69. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე, დღეის მდგომარეობით გვყავს 75 პირი, მათ შორის თბილისში - 49, აჭარაში - 10.

1 672 პირი არის კოვიდ სასტუმროში განაწილებული, საიდანაც 1 079 - აჭარაში, ხოლო 449 - თბილისში. 5 670 მკურნალობის კურსს გადის ბინაზე.

საკარანტინე სივრცეში დღეის მდგომარეობით გვყავს 4 726 ადამიანი, აქედან თბილისში - 1 005, აჭარაში - 2 337.

სულ 6 -19 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია - 6 356 პირი.

დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 21 962 პირი, საიდანაც თბილისში გვყავს 3 798 პირი, აჭარაში - 8 821 იმერეთში - 3 369.

ეს არის ის სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ასახავს დღეის მდგომარეობით ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას, რასაც მუდმივად, ყოველდღიურ რეჟიმში ვაწვდით საზოგადოებას“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
  • 15:39
თურქეთში, საზღვარზე დამაკავეს, როგორც მიხსნიან, 2025 წლის ნოემბრიდან „ბანი“ მადევს ამ ქვეყანაში შესვლაზე, ინფორმაცია აქვთ მიღებული ჩემზე საქართველოს ოფიციალური სტრუქტურებიდან - ზურაბ ჯაფარიძე
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
  • 15:32
ევროკომისიამ უკრაინას 2.86 მილიარდი ევრო გამოუყო
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
  • 15:23
ამერკის სახელმწიფო დეპარტამენტი “დაღლილია”ქართველი ელიტის უსახური და გოიმური ანალიზებისგან - მაია ნადირაძე
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
  • 15:11
ზურა ჯაფარიძე თურქეთის აეროპორტში დააკავეს
დღეს სვეტიცხოვლობაა
  • 13:38
დღეს სვეტიცხოვლობაა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge