კორონავირუსით 15 წლის გოგო გარდაიცვალა
- საზოგადოება
- 31.10.2020
- 14:05
საქართველოში კორონავირუსით 15 წლის გოგო გარდაიცვალა. პაციენტი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიოდა მკურნალობას და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
არასრულწლოვანის მდგომარეობის შესახებ ექიმები დეტალურად არ საუბრობდნენ, უცნობია, ჰქონდა თუ არა მას თანმხლები დაავადებები.