კორონავირუსით წყალტუბოში 42 წლის ქალი გარდაიცვალა
- საზოგადოება
- 02.11.2020
- 16:47
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით მერვე პაციენტი გარდაიცვალა. 42 წლის ქალი წყალტუბოში, ბაღების გაერთიანების სააგენტოს ერთ-ერთი თანამშრომელი იყო. ის მკურნალობას ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში გადიოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავიდან ვირუსი, მსუბუქ ფორმებში მიმდინარეობდა, თუმცა ბოლო დღეების განმავლობაში პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა.