ბათუმში საოლქო საარჩევნო კომისიასთან საპროტესტო აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი დაშავდა
- საზოგადოება
- 04.11.2020
- 21:36
ბათუმში, საოლქო საარჩევნო კომისიასთან, საპროტესტო აქციაზე ხმაური და ფიზიკური დაპირისპირებაა.
ფიზიკური დაპირისპირების დროს შუშა ჩატყდა და დაშავდა ენმ-ის წევრი, გიორგი კირთაძე დაშავდა. ის დამსხვრეული მინით დაზიანდა.
საოლქო საარჩევნო კომისიაში საჩივრებს იხილავენ. დემონსტრანტები ამბობენ, რომ სხდომაზე არ უშვებენ უფლებამოსილ პირებს - პარტიის წარმომადგენელ დამკვირვებლებს.
საოლქო-საარჩევნო კომისიებთან, როგორც თბილისში, ისე რეგიონებში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პოლიტიკოსები, მაჟორიტარობის კანდიდატები ითხოვენ, დათვლის და საჩივრების განხილვის პროცესს დაესწრონ, თუმცა, პოლიცია მათ ამის საშუალებას არ აძლევს.
აქციებიზე დააკავეს რამდენიმე ადამიანი.