png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი ინოვაციების დანერგვას განაგრძობს

  • ეკონომიკა
  • 02.12.2020
  • 14:06
საქართველოს ბანკი ინოვაციების დანერგვას განაგრძობს

საქართველოს ბანკი რეგიონის მასშტაბით ინოვაციების დანერგვას განაგრძობს. მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით  და ბიზნესის მხარდასაჭერად, ბანკმა საკუთარ მომხმარებელს კიდევ ერთი ახალი პროდუქტი -  ტერმინალით განაღდება შესთავაზა. ეს ნიშნავს, რომ დღეიდან სავაჭრო და მომსახურების წერტილებში შესაძლებელია თანხის პოს-ტერმინალით განაღდება. შესაბამისად, თუკი მომხმარებელს ხელთ საჭირო თანხა  არ აღმოაჩნდება,  მას აქვს შესაძლებლობა, საქართველოს ბანკის პარტნიორ  სავაჭრო თუ მომსახურების წერტილებში, სასურველი ნივთის შეძენასთან ერთად, ტერმინალით გაანაღდოს თანხა. ამისათვის კი საჭიროა მხოლოდ საბანკო ბარათი. მერჩანტის დახმარებით ბარათიდან განხორციელდება სასურველი ნივთის ან მომსახურების შეძენა და ამავდროულად, თანხის განაღდებაც.

„საქართველოს ბანკში აქტიურად ვმუშაობთ, რომ ჩვენს მომხმარებელს კიდევ უფრო მეტი ინოვაციური პროდუქტი თუ სერვისი შევთავაზოთ და ამით მათი კომფორტი ვუზრუნველვყოთ. გადახდის ციფრული და უკონტაქტო მეთოდები 2020 წელს აუცილებელ საჭიროებად იქცა. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ბიზნესისა და მომხმარებლის ინტერესებზე მორგებული ახალი პროდუქტები წარვადგინოთ. გვჯერა, რომ მსგავსი ინოვაციები ხელს შეუწყობს საქართველოს ბანკის პარტნიორი კომპანიების სამომავლო განვითარებას და კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის მომხმარებლებისთვის საბანკო პროდუქტებს გამოყენებას“,-განაცხადა საქართველოს ბანკის პარტნიორებთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, დავით ბეჟიაშვილმა.

საქართველოს ბანკმა მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით უკვე  დანერგა  ბევრი სიახლე. ბანკმა მომხმარებელს უნაღდო ანგარიშსწორებით „თიფის“, იგივე „სამადლობელის“ დატოვების შესაძლებლობა მისცა. იმ შემთხვევაში თუ კვების ობიექტებში- კაფეში, ბარში, რესტორანში მომსახურების სათანადოდ გაწევის შემდეგ მომსახურე პერსონალისთვის დამატებითი გასამრჯელოს დატოვება გსურთ, მაგრამ საჭირო თანხა არ აღმოგაჩნდათ ნაღდი ფულის სახით, ამ პრობლემას  „სამადლობელი“-ის  ფუნქციის მქონე ტერმინალი მოაგვარებს. კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც ბანკმა მომხმარებელს პირველმა შესთავაზა, გატერმინალებაა, რითიც ანდროიდის ტელეფონი გადახდის ტერმინალი გახდა. ინოვაციის დანერგვამ განსაკუთრებით შეუწყო ხელი ბიზნესს, ვინაიდან მათ გადახდების მიღება კუთვნილი სმარტფონიდან შეუძლიათ. მომხმარებლისთვის კი გადახდა კიდევ უფრო მოსახერხებელი, მარტივი და სწრაფი გახდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge