მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის, მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
- სამართალი
- 20.11.2026
- 12:18
მარნეულში მეუღლის მიმართ განხორციელებული ოჯახში ძალადობის, იძულების, მუქარის, ადევნებისა და ბინის მფლობელობის ხელშეუხებლობის დარღვევის ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 150-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, 11 პრიმა 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 11 პრიმა 160-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ტეგები:
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200