png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი დეველოპერების მხარდასაჭერად

  • ეკონომიკა
  • 22.12.2020
  • 18:58
საქართველოს ბანკი დეველოპერების მხარდასაჭერად

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. დეველოპერების საუკეთესო პირობებით უზრუნველსაყოფად, ბანკმა ბოლო 1 წლის მანძილზე არაერთი სიახლე დანერგა. შთამბეჭდავი შედეგები კი სწორედ იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოს ბანკი დეველოპერების საიმედო პარტნიორია.
სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის ფარგლებში გაცემული იპოთეკური სესხების 47% საქართველოს ბანკის მიერ არის გაცემული. ამჟამად ბანკი 200-მდე აქტიურ პარტნიორ დეველოპერს ემსახურება და 400-მდე დეველოპერული პროექტის მხარდამჭერია.
მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად ბანკმა საგრძნობლად გაამარტივა დეველოპერების პარტნიორად დამატების პროცესი და მომხმარებელს კიდევ უფრო მოქნილი, მის საჭიროებებზე მორგებული პირობები შესთავაზა. გარდა ამისა, დეველოპერებისა და მომხმარებლისთვის კიდევ უფრო მეტი კომფორტის შექმნის მიზნით, შეიქმნა სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესებს ახალი, 4B სივრციდან კომპლექსური მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემს. რაც საბოლოო ჯამში ამ მიმართულებით განვითარების ხელშეწყობას კიდევ უფრო გააძლიერებს.
„დეველოპერების მხარდასაჭერად და მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით, საქართველოს ბანკმა მრავალი სიახლე დანერგა. ჩვენი მიზანია, ერთის მხრივ, კვლავაც გავაგრძელოთ დეველოპერების მხარდაჭერა, მეორეს მხრივ კი, მომხმარებელს უძრავი ქონების შესაძენად მაქსიმალურად კომფორტული გარემო, კიდევ უფრო მოქნილი და საინტერესო პირობები შევთავაზოთ. ამისთვის შევქმენით სპეციალური გუნდი, რომელიც დეველოპერებს 4B სივრციდან მოემსახურება. გვჯერა, რომ გამარტივებული და განახლებული პროცესები, როგორიცაა მაგალითად, პარტნიორობის ახალი სქემები და გაუმჯობესებული პირობები, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, როგორც დეველოპერების სამომავლო საქმიანობის განვითარებას, ასევე მომხმარებელს მისცემს შესაძლებლობას, სასურველი უძრავი ქონება მარტივად, მათთვის ხელსაყრელი პირობებით შეიძინოს. ჩვენ არ ვჩერდებით ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით და აქტიურად ვაგრძელებთ გზების პოვნას, რათა ვიყოთ დეველოპერების საიმედო პარტნიორი“,- განაცხადა ზურაბ მასურაშვილმა, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge