png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდამჭერია

  • ეკონომიკა
  • 25.12.2020
  • 12:38
საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდამჭერია

საქართველოს ბანკი ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, „შპს ქართულ-გერმანული რეპროდუქციული ცენტრი“ (GGRC) საქმიანობას აფართოვებს. კლინიკა 2019 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია უმაღლესი ხარისხის მომსახურება გაუწიოს რეპროდუქციული პრობლემების მქონე პირებს. პროექტის მხარდასაჭერად, ბანკის მიერ 885,000 ევროს მოცულობის მობილიზება მოხდა. ამჟამად კლინიკის ყოველდღიურ საქმიანობაში 44 თანამშრომელია ჩართული.

GGRC აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით და მეტი კომფორტისთვის, პაციენტებს ერთ სივრცეში სრულ სამედიცინო მომსახურებას სთავაზობს. ბანკის მხარდაჭერით, კლინიკამ ჩინურ კომპანიასთან 300,000 აშშ დოლარის მოცულობის ექსკლუზიური შეთანხმება გააფორმა, რომლის ფარგლებშიც GGRC უკვე უცხოელ პაციენტებსაც მოემსახურება.

აღსანიშნავია, რომ GGRC-ს დამფუძნებლის, ნინო მუსერიძის ინიციატივით, ასევე შეიქმნა ფონდი, რომლის ფარგლებშიც კლინიკის შემოსავლების გარკვეული ნაწილი რეპროდუქციული პრობლემების მქონე პაციენტებს ხმარდება. შესაბამისად, GGRC პაციენტებს უფასო კონსულტაციებსა და სამედიცინო პროცედურებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც სთავაზობს.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი ხელშეწყობით GGRC საქმიანობას აფართოვებს. ბანკის მხარდაჭერით, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში, კლინიკა პაციენტებს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას უწევს. სასიხარულოა, რომ გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, კლინიკა უკვე საერთაშორისო ბაზარზეც აქტიურადაა წარმოდგენილი. მსგავსი პროექტები დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე როგორც ადგილობრივი ბიზნესის განვითარების, ასევე დასაქმების თვალსაზრისით. გვინდა წარმატება ვუსურვოთ GGRC-ს სამომავლო საქმიანობაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პატრიარქი კირილე არის მაკურთხეველი ომის და სისხლისღვრის - მეუფე იობი
  • 16:05
პატრიარქი კირილე არის მაკურთხეველი ომის და სისხლისღვრის - მეუფე იობი
სუროგაცია სრულად იკრძალება.  საინტერესოა, ვისგან მოჰყვება მძაფრი და მწვავე რეაქცია -  ირაკლი კირცხალია
  • 14:57
სუროგაცია სრულად იკრძალება. საინტერესოა, ვისგან მოჰყვება მძაფრი და მწვავე რეაქცია - ირაკლი კირცხალია
ნატო პოლონეთის ტერიტორიის თითოეულ გოჯს დაიცავს - მარკ რუტე
  • 10:56
ნატო პოლონეთის ტერიტორიის თითოეულ გოჯს დაიცავს - მარკ რუტე
მერაბ, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქე ხარ - ლევან ჯობავას ღია წერილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:52
მერაბ, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქე ხარ - ლევან ჯობავას ღია წერილი მერაბ დვალიშვილს
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნა
  • 10:47
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნა
საქართველოში 20-23 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლი
  • 01:23
საქართველოში 20-23 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლი
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
  • 01:05
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის,  მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
  • 12:18
მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის, მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge