png.ge
png.ge
png.ge
16+
22 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
22 ნოემბერი, 2026, კვირა
png.ge

პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

  • ეკონომიკა
  • 29.12.2020
  • 19:41
პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

82 ხმით არც ერთის წინააღმდეგ მეათე მოწვევის პარლამენტმა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა.

2021 წლის ბიუჯეტი 18 მილიარდ 400 მილიონამდე ლარით განისაზღვრა, რომელიც 4,3-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზეა გათვლი. პროექტის მიხედვით, საბიუჯეტო დეფიციტი 7,6 პროცენტი, ინფლაცია 3 პროცენტი, სახელმწიფო ვალი კი კრიტიკულ ზღვარს 60-ს გადასცდება.

2021 წელს ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა, ჯამში, შეადგენს 20 მილიარდ 723 მილიონ ლარს, მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტი 18 მილიარდ 385 მილიონი ლარია, ადგილობრივი ბიუჯეტები, ჯამში, 3 მილიარდ 125 მილიონი ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან ადგილობრივ ბიუჯეტში მიმართული თანხები 787 მილიონ ლარს შეადგენს.

ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დაფინანსების წყაროებია: საგადასახადო შემოსავლები - 12 მილიარდ 45 მილიონი ლარი. (აღნიშნული ითვალისწინებს საშემოსავლო და ქონების გადასახადის შეღავათებს 300 მილიონ ლარზე მეტი მოცულობით) სხვა არადეფიციტური შემოსავლები, სადაც ერთიანდება წლის განმავლობაში მიღებული გრანტები, სხვა შემოსავლები, პრივატიზაცია და სესხების დაბრუნება - ჯამში მილიარდ 757 მილიონი ლარი, დაფინანსების დეფიციტური წყაროები, 6 მილიარდ 921 მილიონი ლარია, საიდანაც მილიარდ 642 მილიონი არის დეპოზიტებზე არსებული ნაშთის გამოყენება, ხოლო ვალის აღება შეადგენს 5 მილიარდ 279 მილიონ ლარს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პატრიარქი კირილე არის მაკურთხეველი ომის და სისხლისღვრის - მეუფე იობი
  • 16:05
პატრიარქი კირილე არის მაკურთხეველი ომის და სისხლისღვრის - მეუფე იობი
სუროგაცია სრულად იკრძალება.  საინტერესოა, ვისგან მოჰყვება მძაფრი და მწვავე რეაქცია -  ირაკლი კირცხალია
  • 14:57
სუროგაცია სრულად იკრძალება. საინტერესოა, ვისგან მოჰყვება მძაფრი და მწვავე რეაქცია - ირაკლი კირცხალია
ნატო პოლონეთის ტერიტორიის თითოეულ გოჯს დაიცავს - მარკ რუტე
  • 10:56
ნატო პოლონეთის ტერიტორიის თითოეულ გოჯს დაიცავს - მარკ რუტე
მერაბ, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქე ხარ - ლევან ჯობავას ღია წერილი მერაბ დვალიშვილს
  • 10:52
მერაბ, პირველ რიგში, საქართველოს მოქალაქე ხარ - ლევან ჯობავას ღია წერილი მერაბ დვალიშვილს
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნა
  • 10:47
ირაკლი კობახიძემ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა მოუხსნა
საქართველოში 20-23 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლი
  • 01:23
საქართველოში 20-23 ნოემბერს ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია თოვლი
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
  • 01:05
PSP-ში 80%-მდე ფასდაკლებების ცვენა დაიწყო — დააცარიელეთ სურვილების სია
მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის,  მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
  • 12:18
მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის, მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge