png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "იფქლი" ახალ საწარმოს აშენებს

  • ეკონომიკა
  • 30.12.2020
  • 13:00
 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "იფქლი" ახალ საწარმოს აშენებს

საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად ბანკის მხარდაჭერით, პურფუნთუშეულის საწარმო „იფქლი“ ფართოვდება.

 

კომპანიის ისტორია 1993 წლიდან იწყება, მისი მისია კი საქართველოს მასშტაბით მომხმარებლისთვის ჯანსაღი და გემრიელი პურფუნთუშეულის მიწოდებაა. ბანკის მიერ გამოყოფილი 4 მილიონი ლარის ოდენობის ინვესტიციით კომპანია ახლა უკვე ქუთაისში ახალ საწარმოს აშენებს, რომლის გახსნაც 2021 წლის გაზაფხულზე იგეგმება.

ევროპული ტიპის საწარმო 140 ადამიანს დაასაქმებს. გარდა პურისა, „იფქლი“ მომხმარებელს 75-მდე სახეობის პურფუნთუშეულსაც სთავაზობს, რომლითაც თბილისის თითქმის ყველა მაღაზია მარაგდება. „იფქლის“ პროდუქცია ასევე აქტიურადაა წარმოდგენილი რუსთავში, მცხეთაში, გორსა და ქუთაისში. 

აღსანიშნავია, რომ ცხობის პროცესი სრულად ავტომატიზირებულია და პროდუქცია ბუნებრივი საფუარის გამოყენებით, უკონტაქტოდ ცხვება. 

„მოხარული ვართ, რომ ჩვენი თანამონაწილეობით „იფქლს“ სულ მალე ახალი საწარმო შეემატება. უკვე მრავალი წელია კომპანია მომხმარებელს ქვეყნის მასშტაბით უმაღლესი ხარისხის პურფუნთუშეულს აწვდის. მის ხარისხზე მეტყველებს მრავალი ჯილდოც, რომელიც „იფქლმა“ განსაკუთრებული მიღწევებისათვის მოიპოვა. ახალი საწარმოს მეშვეობით კომპანია კიდევ უფრო გააფართოვებს წარმოებას და ამავდროულად 140-მდე ადამიანს დაასაქმებს. ჩვენი მიზანი სწორედ მეტი მსგავსი პროექტის ხელშეწყობაა, რათა მხარი დავუჭიროთ ადგილობრივ მეწარმოეებს და კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილი შევქმნათ.“- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge