png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ მელაშვილი და ილიჩოვა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვოს სასამართლომ - ადვოკატი

  • სამართალი
  • 28.01.2021
  • 13:06
ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ მელაშვილი და ილიჩოვა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვოს სასამართლომ - ადვოკატი

ადვოკატი გიორგი მახარაძე აცხადებს, რომ დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული კარტოგრაფების - ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის პატიმრობაში დარჩენის აღარანაირი სისხლისსამართლებრივი მიზანი არ არსებობს.

ადვოკატმა აღნიშნა, რომ დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას მოითხოვს.

"ყველა არგუმენტი არსებობს და სასამართლოს წინაშე წარვადგენთ, თუ რატომ უნდა შეიცვალოს მათთვის შეფარდებული ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უფრო ნაკლებად მძიმე - არასაპატიმრო ღონისძიებით. თუმცა, რა თქმა უნდა ჩვენ ამ არასაპატიმრო ღონისძიებებს ვთავაზობთ ალტერნატივის სახით, რადგან უმჯობესია და ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისა, რომ საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვოს ბრალდებულები სასამართლომ", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, აქვს მოლოდინი, რომ დაკავებული კარტოგრაფები პატიმრობიდან გათავისუფლდებიან.

"ერთადერთი ადეკვატური მოლოდინი, რაც შეიძლება დღეს გვქონდეს სასამართლოსგან, იქნება სამართლიანი გადაწყვეტილება, რომ ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი, უდანაშაულო ადამიანები დავიხსნათ უკანონო პატიმრობიდან, რომელშიც ისინი აქამდე იმყოფებიან. იმედი გვაქვს, სასამართლო იქნება ადეკვატური და უპასუხებს იმ მინიმალურ მოთხოვნებს, რომელიც მინიმალურია ზოგადად სამართლიანი სასამართლოს არსებობისთვის. გვწამს, რომ სასამართლო ეცდება მაინც, მიიღოს სამართლიანი და კანონიერი გადაწყვეტილება დღეს", - განაცხადა გიორგი მახარაძემ.

დაკავებული კარტოგრაფების სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
  • 10:41
სუს-ი: დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge