png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

პრეზერვატივი და სიგარეტი თუ შემოგაკლდათ, გიყიდით - მეუფე საბა გვარამიას

  • საზოგადოება
  • 01.02.2021
  • 16:52
პრეზერვატივი და სიგარეტი თუ შემოგაკლდათ, გიყიდით - მეუფე საბა გვარამიას

ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტი საბა, ქადაგებისას ეხმიანება მთავარ არხზე გასულ სიუჟეტს, სადაც მის ბიზნესინტერესებზე იყო საუბარი.

მეუფე საბა ამბობს, რომ ავტორებს არ გამოუვიდათ სასურველი სიუჟეტი და ბოლოს მას უხამსობა დააბრალეს.

"ყველაზე მეტად მძულდა სიგარეტის მოწევა, არასდროს მომიწევია, და ბინძური ცხოვრება, მით უმეტეს კაცებს შორის, ესე ვიყავი ბავშვობიდან. ვერ გააკეთეს ისეთი სიუჟეტი როგორიც უნდოდათ და პირდაპირ გეტყვით, ბატონო გვარამია - დიდი ანგარიშით მოგიგეთ. ამაზრზენი ისაა, რომ ბოლოში მიაწერეს და გამოაცხადეს, რომ მე, ვითომ, რაღაც საქმიანობას ვეწევი. აი, იმ სიუჟეტის მერე, რაც იყო გუშინწინ, ე.ი. რომ ვერ მიაღწიეს თავისას, ვის ტვინში დატრიალდა ეს, არ ვიცი. გამოაცხადეს, რომ ხალხს ჯერ კიდევ ახსოვს, 2000 წლიდან მოყოლებული მეუფე საბასა და მეუფე თეოდორეს ბიზნეს საქმიანობა, შემოჰქონდათ სიგარეტი და პრეზერვატივიო. წარმოიდგინეთ, ამაზე მეტი უხამსობა რა უნდა იყოს, ადამიანს დააბრალო ის, რასაც მთელი ცხოვრება ებრძვის, მაგრამ ეს არის სწორედ ეშმაკის საქმე და დღევანდელი ტექნოლოგია. პატრიარქს რა დააბრალეს, მე რას მაბრალებ, სხვებს რას აბრალებენ, იმას, რაც შენთვის ყველაზე მტკივნეულია.

ასეთი რამეები, ჩემო ძვირფასო, შენს სახლსა და შენს კაბინეტში მოიკითხე და თუ შემოგაკლდება, ჩვენ გიყიდით და გამოგიგზავნით. დიახ, მივმართავ იმ ტელევიზიას, სადაც ამის საჭიროების მქონე ადამიანები მრავლად არიან. დაანებეთ ამ ქვეყანასა და ამ ხალხს თავი. თქვენგან საცდური მოდის და ვისგანაც საცდური მოდი, უფალი ამბობს - ვინც აბრკოლებს ადამიანებს ჩემთან მოსასვლელად უმჯობესია, წისქვილის ქვა დაიკიდოს და წყალში გადავარდეს", - ამბობს მეუფე საბა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge