png.ge
png.ge
png.ge
16+
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
13 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

კოვაქსიდან ვაქცინის 1.5 მლნ დოზა გვეკუთვნის, დანარჩენი 2.5 მლნ დოზა სხვა მექანიზმებით უნდა მოვიძიოთ - გაბუნია

  • საზოგადოება
  • 15.02.2021
  • 13:04
კოვაქსიდან ვაქცინის 1.5 მლნ დოზა გვეკუთვნის, დანარჩენი 2.5 მლნ დოზა სხვა მექანიზმებით უნდა მოვიძიოთ - გაბუნია

ვაქცინაციის პროგრამისთვის მზადება გრძელდება, აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

მისივე თქმით, "კოვაქსიდან" საქართველომ ვაქცინის 1 400 000 დოზა უნდა მიიღოს, ხოლო დანარჩენი - ორ მილიონ-ნახევარი დოზა სხვა მექანიზმებით უნდა იქნას მოძიებული.

"ვაქცინაციის პროგრამისთვის მზადება გრძელდება. შეირჩა სამედიცინო დაწესებულებები. მიმდინარეობს პერსონალის ტრენინგი. ვფიქრობთ, თებერვლის ბოლოსთვის უკვე გვექნება საშუალება, რომ ვაქცინაციის პროგრამა დავიწყოთ. სოლიდარული და თანაბარი პრინციპიდან გამომდინარე, შეიქმნა „კოვაქსის“ პალტფორმა. ამის პარალელურად კიდევ არის ორი მექანიზმი, რაც გვინდა, რომ გამოვიყენოთ. ერთი არის ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა, იმგვარად, რომ ის შესყიდული ჭარბი დოზა, რომელიც ამ ეტაპზე შეიძლება არ იყოს მათთვის აუცილებელი, გადმოგვცენ. შესაძლოა, ეს მოხდეს შესყიდვის ან დონაციის სახით. ასევე, ყოველთვის ძალაში რჩება ბილატერალური მოლაპარაკება, რადგან პირველი კვარტალი არის ყველაზე რთული ყველასთვის, შემდეგ კი წარმოების მოცულობები გაიზრდება და უფრო მოგვიანებით, მესამე-მეოთხე კვარტლისთვის უკვე შესაძლებელია, მეტი შანსი გაჩნდეს, რათა ჩვენ პირდაპირაც მოვიპოვოთ დოზები მწარმოებლებისგან. "კოვაქსი" არის მხოლოდ მილიონ-ნახევარ დოზაზე, ანუ დაახლოებით 1 400 000 დოზაა, რომელიც ჩვენ "კოვაქსიდან" გვეკუთვნის. დანარჩენი ორ მილიონ ნახევარი სხვა მექანიზმებით უნდა მოვიძიოთ. ეს მექანიზმი იქნება ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკება, ასევე პირდაპირი მოლაპარაკება მწარმოებელთან", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge