png.ge
png.ge
png.ge
16+
30 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
30 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

განა პირველი ქვეყანაა, რომელმაც Covax პლატფორმის მეშვეობით ვაქცინა მიიღო

  • მსოფლიო
  • 24.02.2021
  • 18:28
განა პირველი ქვეყანაა, რომელმაც Covax პლატფორმის მეშვეობით ვაქცინა მიიღო

დასავლეთ აფრიკის ქვეყანა განა გახდა პირველი, რომელმაც Covax პლატფორმის მეშვეობით ვაქცინა მიიღო. ასტრაზენეკას ვაქცინის 600 000 დოზა განას დედაქალაქ აკრაში დღეს ჩავიდა.

მოელიან, რომ განაში ვაქცინაცია სავარაუდოდ მომავალი კვირიდან დაიწყება. ვაქცინის პირველ დოზებს თავდაპირველად პრიორიტეტული ჯგუფები მიიღებენ: ჯანდაცვის მუშაკები, 60 წელს გადაცილებული ადამიანები და სხვა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ Covax პლატფორმიდან ვაქცინის განაწილების პროცესის დაწყება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა პანდემიის დასრულების გზაზე.

გაეროს ბავშვთა ფონდი მონაწილეობას იღებს ვაქცინის განაწილების ლოგისტიკური საკითხების მოგვარებაში.

განაში, რომელის მოსახლეობა 30 მილიონ ადამიანს ითვლის, პანდემიის დაწყების დღიდან, კორონავირუსის 81 000-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 580 ადამიანი. იუწყებიან, რომ ეს მონაცემები რეალურ ციფრებს ჩამოუვარდება, რადგან განაში ტესტირება სათანადო რაოდენობით არ ტარდებოდა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) Covax პროგრამა მიზნად ისახავს უზრუნველყოს ვაქცინების სამართლიანი განაწილება ყველა ქვეყანაში.

პლატფორმის მეშვეობით წლის ბოლომდე დაგეგმილია მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დაახლოებით 2 მლრდ დოზის გავრცელება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge