png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თამარ გაბუნია ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

  • საზოგადოება
  • 01.03.2021
  • 15:34
თამარ გაბუნია ამირან გამყრელიძის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე თანამდებობიდან მიდის.

გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს შორის კონსტრუქციული ურთიერთობაა და არანაირი დაპირისპირება არ არსებობს.

"ქვეყანაში ვაქცინის შემოტანას რაც შეეხება, დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი მონაწილე ამ პროცესის. შექმნილია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, რომელიც მთლიანად წარმართავს ქვეყანაში ვაქცინის შემოტანის პროცესს. ეს არის უწყებათაშორისი საბჭო და მასში მონაწილეობენ, როგორც ჯანდაცვის, ასევე ფინანსთა, ეკონომიკის, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, სახალხო დამცველი, არასამთავრობო სექტორი. ეს არის ის მექანიზმი, სადაც განიხილება, რა გზით შეიძლება შემოვიდეს ვაქცინა და შემდეგ უკვე, მოლაპარაკების დონეზე, ჯანდაცვის სამინისტროში არის ვაქცინის შესყიდვის საბჭო, რომელიც წარმართავს შესყიდვის საკითხს. რაც შეეხება დაავადებათა კონტროლის ცენტრს, ის იქნება შემსყიდველი, ანუ გადაიხდის თანხას და მიიღებს ვაქცინას „იუნისეფის“ მექანიზმის ფარგლებში. ბატონი ამირანი ხელმძღვანელობს დაავადებათა კონტროლის ცენტრს, აქტიურად არის ჩართული ვაქცინაციის პროცესში. ჩვენ დღეს დილით გვქონდა შეხვედრა პრემიერთან, რომ კიდევ ერთხელ გავიაროთ ყველა შესაძლო მექანიზმი და რა თქმა უნდა, მე ვერ დავადასტურებ ვერანაირ პოზიციურ ცვლილებას ბატონ ამირანთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ძალიან საქმიანი, კონსტრუქციული ურთიერთობა. ვერანაირ დაპირისპირებაზე ინფორმაციას ვერ დავადასტურებ", - განაცხადა გაბუნიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge