png.ge
png.ge
png.ge
16+
31 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
31 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

აშშ-მა უკრაინელ ოლიგარქ, იგორ კოლომოისკის სანქციები დაუწესა

  • მსოფლიო
  • 05.03.2021
  • 19:22
აშშ-მა უკრაინელ ოლიგარქ, იგორ კოლომოისკის სანქციები დაუწესა

შეერთებული შტატებმა უკრაინელ ოლიგარქ იგორ კოლომოისკის და მის ოჯახს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც უკრაინაში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.

"ვაცხადებ იგორ კოლომოისკის სანქცირების შესახებ, რომელიც 2014-2015 წლებში უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის გუბერნატორად მუშაობისას, მონაწილეობდა კორუფციულ ქმედებებში, რამაც შეარყია კანონის უზენაესობა და უკრაინის საზოგადოების რწმენა მათი მთავრობის დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ", - ნათქვამია ბლინკენის განცხადებაში.

სახელმწიფო მდივნის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასანქციო ზომები ეხება კოლომოისკის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდს, თუმცა მისი ამჟამინდელი ქმედებები, დააბრკოლოს დემოკრატიული პროცესები და ინსტიტუტები უკრაინაში, შემაშფოთებელია და წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს ქვეყნის მომავლისთვის.

სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ იგორ კოლომოისკის მეუღლე ირინა კოლომოისკა, ქალიშვილი ანგელიკა კოლომოისკა და ვაჟი ისრაელ ზვი კოლომოისკი. ყველა მათგანს აშშ-ში შესვლა ეკრძალებათ.

"ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ს ვალდებულებას მხარი დაუჭიროს რეფორმებს უკრაინის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და მართლმსაჯულების სექტორში, რომლებიც საკვანძო მნიშვნელობისაა უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტი გააგრძელებს მსგავსი უფლებამოსილების გამოყენებას ამ რეგიონსა და გლობალური მასშტაბით კორუმპირებული პირების ანგარიშვალდებულების ასამაღლებლად", - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge