png.ge
png.ge
png.ge
16+
31 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
31 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ბაიდენმა ირანის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

  • მსოფლიო
  • 06.03.2021
  • 18:16
ბაიდენმა ირანის წინააღმდეგ სანქციები გაახანგრძლივა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ირანის წინააღმდეგ გაახანგრძლივა სანქციები, რომელიც 1995 წლიდან არის დაწესებული. „ირანის ხელისუფლების ქმედებები და პოლიტიკა კვლავინდებურად წარმოადგენს უკიდურეს საფრთხეს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების, საგარეო პოლიტიკისა და ეკონომიკისათვის“, - წერია დოკუმენტში, რომელიც თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

აშშ-სთვის საფრთხეს წარმოადგენს ირანის „რაკეტებისა და სხვა ასიმეტრიული და ჩვეულებრივი შეიარაღების გავრცელება და დამზადება, რეგიონალური აგრესიის კამპანია, ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსისა და მისი თანამოზარეების მავნებლური საქმიანობა“. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ირანის საწინააღმდეგო სანქციების ვადა 2021 წლის 15 მარტის შემდგომი პერიოდისთვის არის გახანგრძლივებული.

აშშ ირანის საწინააღმდეგო სანქციებს ყოველ წელს ახანგრძლივებს, თუმცა ექსპერტებმა ყურადღება მიაქციეს იმ ფაქტს, რომ ამ ჯერზე აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია ირანთან საერთაშორისო ბირთვულ შეთანხმებაში აშშ-ის შესაძლო დაბრუნების ფონზე. ამის პირობა ბაიდენმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს დადო.

დონალდ ტრამპის ინიციატივით ვაშინგტონმა შეთანხმება 2018 წელს დატოვა. ირანი კი საპასუხოდ, ეტაპობრივად ჩამოშორდა ვალდებულებებს, კერძოდ ურანის გამდიდრების საკითხში. აშშ მოითხოვს, რომ ირანმა დაიწყოს შეთანხმების პირობების დაცვის პროცესი, რის შემდეგაც შეერთებული შტატები მზად არის შეამსუბუქოს სანქციები.

ევროკავშირმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ აღნიშნულ საკითხს შეთანხმების მონაწილე ქვეყნების არაფორმალურ შეხვედრაზე განიხილავდა. აშშ დათანხმდა, მაგრამ თეირანმა უარი თქვა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა საიდ ჰათიბზადემ განმარტა, რომ ირანი ვერ ხედავს მსგავსი შეხვედრის აუცილებლობას, რადგან ვაშინგტონის პოზიციაში არაფერი შეცვლილა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge