png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გაძლევთ პირობას, არ დავთმობთ ამ ტელევიზიას. ნუ გაიმეორებთ ისტორიას - ინგა გრიგოლია

  • საზოგადოება
  • 11.03.2021
  • 18:21
გაძლევთ პირობას, არ დავთმობთ ამ ტელევიზიას. ნუ გაიმეორებთ ისტორიას - ინგა გრიგოლია

გაძლევთ პირობას - არ დავთმობთ არც ერთი წამით ამ ტელევიზიას, რომელიც ჩვენი ხელით ავაშენეთ, - განაცხადა ტელეკომპანია "პირველის" ჟურნალისტმა, ინგა გრიგოლიამ ტელეკომპანის "პირველის" ირგვლივ განვიტარებულმობლენებთან დაკავშირებით.

"ხელისუფლებას მინდა მივმართო: ბატონებო და ქალბატონებო, ბევრი წლის განმავლობაში ჩვენ, ბევრი რამ გვინახავს. გვინახავს 7 ნოემბერი, ხელკეტებით და სპეცრაზმით აღებული ტელევიზია, გვინახავს შევარდნაძის დროს უშიშროების შესვლა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში. სწორედ ასეთი, ვითომ რაღაც შესაბამისი საბუთებით. გვინახავს ამ ტელევიზიაზე ძალიან დიდი ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა, სასამართლოები, პროკურატურა, არარსებული საქმის გამო, ჩვენი დამფუძნებლის მამას რომ დაატარებდნენ სასამართლოებსა და პროკურატურაში და დღემდე რომ ეს საქმე გრძელდება.

ამასწინათ, მოვისმინეთ გამოქვეყნებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომ ეს არის საქმე, რომელსაც დაზარალებული არ ჰყავსო. მინდა ხელისუფლება შევახსენო, რომ ისიც ნამდვილად იყო ის საქმე, რისთვისაც ჩვენი დამფუძნებლის მამას დაატარებდნენ სასამართლოსა და პროკურატურაში, რომელსაც არც მომჩივანი ჰყავდა და არც დაზარალებული. ეს არის თქვენი ორმაგი სტანდარტები.

იმის თქმა მინდა, რომ გავლილი გვაქვს ყველაფერი, ვართ გამოწრთობილი თაობა ამ ბრძოლისთვის და ვართ მზად, და გაძლევთ პირობას - არ დავთმობთ არც ერთი წამით ამ ტელევიზიას, რომელიც ჩვენი ხელით ავაშენეთ. ველოდი ძალიან დიდ შემოტევას ტელეკომპანია პირველზე და დღეს რაც არ უნდა ენა მოიჩლიქონ "ოცნების" წარმომადგენლებმა, რომ უი, შეჭრა თურმე არ იგეგმება, მაშ მე მაქვს კითხვა, რას ნიშნავს ჩანაწერი, იძულებით შესვლასთან დაკავშირებით?

ბევრი მთავრობა მინახავს, ძალიან ძლიერი და ძალიან მაგარი რომ ეგონა თავისი თავი, ძალიან დიდი ფულის პატრონები რომ იყვნენ, შემდეგ კი ისე წასულან რომ მათი 70% ალბათ, თავადაც ვერ იჯერებს, რომ ოდესმე ხელისუფლებაში იყვნენ. ასე რომ, ნუ გაიმეორებთ ისტორიას, ბატონო ხელისუფლებავ,"- განაცხადა ინგა გრიგოლიამ.

დღეს, 11 მარტს, ცნობილი გახდა, რომ სასამართლომ პროკურატურას ტელეკომპანია პირველიდან ფარულ ჩანაწერებზე მასალების ამოღების უფლება მისცა. ამასთან, სასამართლოს განჩნებაში წერია, რომ პროკურატურას უფლება აქვს წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში იძულების პროპორციული ზომა გამოიყენოს.

პროკურატურამ განაცხადა,რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა პროკურატურა აპირებს ტელევიზიაში შეჭრას, არის სიცრუე და ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას. მათი მტიცებით, აღნიშნულის დადასტურებას წარმოადგენს ისიც, რომ სასამართლოს მიერ გაცემულია მხოლოდ კონკრეტული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების და არა ტელეკომპანიის ოფისის ჩხრეკის განჩინება.

შეგახსენებთ, რომ 6 მარტს ტვ „პირველის“ გადაცემაში ნოდარ მელაძის შაბათი, გავრცელდა სატელეფონო საუბრის ჩანაწერი. სიუჟეტის ავტორების თქმით, აუდიოჩანაწერში ქართული ოცნების ყოფილი თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ესაუბრება იმ ახალგაზრდების დაშინებასა და დასჯაზე, რომლებმაც მადზე ინტერნეტში შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. სატელეფონო საუბრის ერთ-ერთი ფიგურანტია ანზორ ჩუბინიძეც.

ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ ეს ჩანაწერი ფაბრიკაციაა და 2010 წელს გაკეთებული ათეულობით ჩანაწერიდან არის დამონტაჟებული.

ცნობისთვის, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ფარული ჩანაწერების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო კერძო საუბრის უნებართვო ჩაწერის ან/და მიყურადების, ასევე კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის, ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge