png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მიუღებელია რადიკალური მოწოდებები, შეჩერდეს, ჩაიშალოს, ინვესტორმა დაგვტოვოს - თურნავა ნამახვანჰესზე

  • ეკონომიკა
  • 18.03.2021
  • 16:18
მიუღებელია რადიკალური მოწოდებები, შეჩერდეს, ჩაიშალოს, ინვესტორმა დაგვტოვოს - თურნავა ნამახვანჰესზე

მიუღებელია რადიკალური მოწოდებები იმაზე, რომ შეჩერდეს, შეწყდეს, ჩაიშალოს, ინვესტორმა დაგვტოვოს - ამ ნაწილში ჩვენ ვერ შევთანხმდებით, აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ნამოხვანჰესის პროექტთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

როგორც მინისტრმა განმარტა, მუშაობა მიმდინარეობს ოთხი პუნქტის შიგნით და მალე კვლევების გადამოწმება დაიწყება.

"ჩვენ ძალიან კონკრეტული გეგმით წარვსდექით ქუთაისში, როდესაც საპროტექტო აქციის მონაწილეებთან გვქონდა შეხვედრა მე და ლევან დავითაშვილს. ეს გეგმა მოიცავს ეკოლოგიასთან დაკავშირებული ყველა საკითხის, წუხილის აღმოფხვრას და ამ თვალსაზრისით, პროექტის სრულყოფას და ნდობის გაჩენას. ამისთვის ჩვენ ვთქვით, რომ ამ ეტაპზე კაშხლის მშენებლობა არ დაიწყება. ყველა დაინტერესებული ექსპერტი მიიღებს მონაწილეობას ძირითადი კვლევების გადამოწმებაში, ვალიდაციაში. თუ რაიმე არის დასამატებელი, ამისთვის დრო გვაქვს. ასევე ვთქვით, რომ მშენებლობის ზედამხედველობის საბჭო უნდა შეიქმნას, სადაც ასევე შეგვიძლია ქართველი ექსპერტები ჩავრთოთ და მშენებლობის პროცესს ადევნებენ ისინი თვალ-ყურს. ასევე, ამ პროექტმა რომ ხეობას უფრო მეტი სიკეთე მოუტანოს, შევქმნათ 5-მილიონიანი ფონდი რიონის ხეობის განვითარებისთვის, რომელიც ყველაზე საჭირბოროტო საკითხებს დააფინანსებს ამ ხეობაში. ამ ფონდის მართვა ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით უნდა მოხდეს. მზად ვართ და ვაგრძელებთ კომუნიკაციას და დისკუსიას ჩამოყალიბებული გეგმის ფარგლებში. რა თქმა უნდა, მიუღებელია რადიკალური მოწოდებები იმაზე, რომ შეჩერდეს, შეწყდეს, ჩაიშალოს, ინვესტორმა დაგვტოვოს - ამ ნაწილში ჩვენ ვერ შევთანხმდებით. ამ ოთხი პუნქტის შიგნით ვმუშაობთ და დავიწყებთ კვლევების გადამოწმებას“, - განაცხადა თურნავამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge