png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ჯანდაცვის სექტორის ფინანსური სტაბილურობის და რისკების შეფასების კვლევა გამოქვეყნდა

  • საზოგადოება
  • 18.03.2021
  • 13:47
 ჯანდაცვის სექტორის ფინანსური სტაბილურობის და რისკების შეფასების კვლევა გამოქვეყნდა

საერთაშორისო ფონდი კურაციოს და გალტ & თაგარტის ერთობლივი თანამშრომლობით ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის მორიგი დოკუმენტი (XIV ტალღა) გამოქვეყნდა. დოკუმენტის მიზანი ჯანდაცვის სექტორის ფინანსური მდგომარეობისა და რისკების შეფასებაა.

კვლევის მიხედვით, ჯანდაცვის სექტორში ჭარბი საწარმოო სიმძლავრეებია და არ ხდება მათი ეფექტური გამოყენება; სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლები 2015 წლიდან უარესდება; სახელმწიფო დანახარჯები ჯანდაცვაზე მუდმივად მზარდი და არაკონტროლირებადია, რომლის დაბალანსებასაც სახელმწიფო უნიფიცირებული ტარიფების შემოღებით ცდილობს. ამასთან, მოსალოდნელ რეგულაციებთან და სახელმწიფო პოლიტიკასთან დაკავშირებით გაურკვევლობის მაღალი დონე ხელს უშლის ინვესტიციების მოზიდვას და ართულებს სამედიცინო კომპანიების მიერ გრძელვადიანი საინვესტიციო თუ საოპერაციო სტრატეგიის შემუშავებას.

კვლევის მიგნებებით, სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ ბიძგი მისცა ახალი სამედიცინო დაწესებულებების შექმნას - ამბულატორიულ დაწესებულებათა რაოდენობა 1.4 ჯერ, ხოლო საავადმყოფოთა საწოლფონდი 1.5-ჯერ გაიზარდა 2014-19 წლებში. შედეგად, სახეზეა ჯანდაცვის სისტემის ჭარბი ინფრასტრუქტურა და დაბალი ეფექტურობა. 2019 წელს საწოლების მხოლოდ 49% იყო დატვირთული, რაც მკვეთრად ჩამორჩება ევროკავშირის (77%) და დსთ-ს (83%) საშუალო მაჩვენებლებს. ეს ყოველივე უარყოფითად მოქმედებს სექტორის ფინანსურ შედეგებზე.

კვლევაში ასევე ყურადღება გამახვილებულია 2015 წლიდან ჯანდაცვის სექტორის მომგებიანობის მაჩვენებლების გაუარესებაზე, რაც სამედიცინო დაწესებულებების უწყვეტი საოპერაციო საქმიანობის და მათი გადახდისუნარიანობის მიმართულებით რისკის შემცველია. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დავალიანება აუარესებს სექტორის ლიკვიდობას, და შედეგად სამედიცინო დაწესებულებები დროულად ვერ ისტუმრებენ ხელფასებს და სასესხო დავალიანება მზარდია. 2014-2020 წლებში ჯანდაცვის სექტორის საბანკო ვალდებულებები 715.2 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც სექტორის ლიკვიდობის გაუარესებით, კაპიტალურ დანახარჯებითა და ლარის გაუფასურებით არის განპირობებული. ამასთან, კვლევაში გაანალიზებულია ჯანდაცვის სექტორის 75 კომპანია, რომლებიც სექტორის შემოსავლების 64%-ს აგენერირებენ. აღსანიშნავია, რომ ამ კომპანიების 29%-მა იზარალა 2019 წელს, ხოლო მიმდინარე ვალდებულებების გასტუმრება კომპანიების 75%-ს უძნელდება.

სახელმწიფო დანახარჯები ჯანდაცვაზე მუდმივად მზარდი და არაკონტროლირებადია. საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ბიუჯეტის გადახარჯვამ 350 მლნ ლარი შეადგინა 2014-20 წლებში. შესაბამისად, სახელმწიფო ცდილობს ჯანდაცვის დანახარჯები უნიფიცირებული ტარიფებით მართოს (520-ე და სხვა დადგენილებებით).

კვლევის მიხედვით, 520-ე დადგენილებით შემოღებული უნიფიცირებული ტარიფები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პროვაიდერების  შემოსავლებს 5-7%-ით შეამცირებს. მზარდი ხარჯების პირობებში აღნიშნული საფრთხეს შეუქმნის სექტორის ლიკვიდურობას, ჯანსაღ ფინანსურ მდგომარეობასა და  საინვესტიციო მიმზიდველობას, თუ არ მოხდება ტარიფის პერიოდული კორექტირება. სავარაუდოდ, ტარიფებით გამოწვეულ დანაკარგს სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი ჭარბი და/ან არასაჭირო მომსახურების გაწევით დააბალანსებს, რაც გაზრდის მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების ოდენობას. ასევე, მოსალოდნელია სამედიცინო მომსახურების თვითღირებულების ზრდა, რაც ერთის მხრივ განპირობებულია კოვიდ-19-ის გამო გაზრდილი მოთხოვნით სამედიცინო სახარჯ მასალებზე და მეორეს მხრივ, ლარის გაუფასურებით, რადგან აღნიშნული მასალები ძირითადად იმპორტირებულია.

 სრული ანგარიშის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
  • 14:25
ბატონ ჰერჩინსკის მინდა შევახსენო, რომ წაგებული არჩევნების შემდეგ „ოლე ოლას“ არ მღერიან - ირაკლი კობახიძე
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
  • 14:21
70 წლამდე ასაკის პენსიონერებისთვის განკუთვნილი პენსია, 20-ის ნაცვლად,  45 ლარით გაიზრდება
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  • 12:16
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge