png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პროკურატურამ თურქულენოვანი თარჯიმანი მოიყვანა, რის გამოც აფგან მუხთარლის გამოკითხვა ვერ შედგა

  • სამართალი
  • 08.04.2021
  • 18:06
პროკურატურამ თურქულენოვანი თარჯიმანი მოიყვანა, რის გამოც აფგან მუხთარლის გამოკითხვა ვერ შედგა

აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის, საქართველოს პროკურატურაში თურქულენოვანი თარჯიმანი დაახვედრეს. 

როგორც თავად მუხთარლიმ განაცხადა, ენობრივი ბარიერის გამო გამოკითხვა ვერ შედგა.

„კითხვები არ ყოფილა, თარჯიმანი არ იყო, რომ აზერბაიჯანულიდან ქართულად ეთარგმნა. ჯერ იყო თარჯიმანი თურქულიდან, მასზე უარი ვთქვი. 1.5 საათში მეორე თარჯიმანი მოვიდა - აზერბაიჯანული არც მან იცოდა. 4 საათს ტყუილად ვიჯექი. თქვეს, რომ ხვალ სხვა თარჯიმანს იპოვიან. ვფიქრობ, აზერბაიჯანულიდან ქართულად ბევრი თარჯიმანი უნდა იყოს", - ამბობს მუხთარლი.

ადვოკატის განცხადებით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის გატაცების საქმის გამოძიების ფარგლებში, სავარაუდოდ, საგამოძიებო ექსპერიმენტიც ჩატარდება.

როგორც არჩილ ჩოფიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ისინი ყველანაირ საგამოძიებო მოქმედებაში მიიღებენ მონაწილეობას. 

„თუ იქნება აზერბაიჯანული ენის თარჯიმანი, მზად ვართ, კვლავ გამოვცხადდეთ დილიდანვე და მონაწილეობა მივიღოთ გამოკითხვაში და ყველა საგამოძიებო მოქმედებაში, რომელსაც აპირებს საგამოძიებო: საგამოძიებო ექსპერიმენტში თუ რაიმე ნიმუშის აღებაში, იქნება ეს დნმ თუ სხვა", - ამბობს ჩოფიკაშვილი.

აფგან მუხთარლი თბილისში, 2017 წლის 29 მაისს გაიტაცეს და ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს. აზერბაიჯანმა მას ბრალად საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა და ვალუტის კონტრაბანდა წაუყენა. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
  • 01:13
გიორგი ტალახაძემ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
  • 01:09
საქართველოსა და ჩრდილოეთ ირლანდიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა ფრედ დასრულდა
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge