png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ულტიმატუმები ჩვენთვის მიუღებელია, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას - ნათია თურნავა "ნამახვანჰესის" პროექტზე

  • ეკონომიკა
  • 12.04.2021
  • 14:53
ულტიმატუმები ჩვენთვის მიუღებელია, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას - ნათია თურნავა "ნამახვანჰესის" პროექტზე

ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი წამოვიწყეთ, როდესაც კაშხლის მშენებლობა გადაიდო თითქმის 12 თვით და კომპანიამ გახსნა ყველა კვლევა, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრი არასამთავრობო ორგანიზაციებს და საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებს შეხვედრებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

"ვეპატიჟებით მაგიდასთან, რომ ერთად განვიხილოთ ეს ყველაფერი ნორმალურ ვითარებაში. რაც შეეხება ულტიმატუმებს, ულტიმატუმები ჩვენთვის მიუღებელია, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, როდესაც ეს ეხება ადგილობრივი ენერგორესურსების განვითარებას და უცხოურ ინვესტიციებს. ჩვენ მზად ვართ შეხვედრისთვის ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, მაგრამ არ უნდა იყოს შეხვედრა შეხვედრისთვის. ეს უნდა იყოს შეხვედრა, რომ ერთად ვიმსჯელოთ, თუ რა კითხვები დარჩათ მათ კიდევ, მას შემდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. კაშხლის მშენებლობა გადაიდო, ყველა კვლევა გაიხსნა და ამ თემაზე ვისაუბრებთ, მაგრამ თუ უბრალოდ ულტიმატუმი გაისმის, როგორც არ უნდა გაუმჯობესდეს პროექტი, ის უბრალოდ არ უნდა განხორციელდეს, ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის მიუღებელია, რადგან აზიანებს ჩვენს ენერგოუსაფრთხოებას", - განაცხადა თურნავამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge