png.ge
png.ge
png.ge
16+
31 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
31 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

მოსკოვი აპროტესტებს ჩეხეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებას და საპასუხო ზომების მიღებას გეგმავს

  • მსოფლიო
  • 18.04.2021
  • 18:28
მოსკოვი აპროტესტებს ჩეხეთიდან რუსი დიპლომატების გაძევებას და საპასუხო ზომების მიღებას გეგმავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოთქვამს პროტეტს ჩეხეთიდან რუსი დიპლომატების გაძევების გამო და საპასუხო ზომების მიღებას გეგმავს.

„მივიღებთ საპასუხო ზომებს, რომელიც აიძულებს ამ პროვოკაციის ავტორებს სრულად გააცნობიერონ პასუხისმგებლობა ჩვენს ქვეყნებს შორის ნორმალური განვითარების საფუძვლების განადგურებისთვის“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რუსეთის საგარეო უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ჩეხეთის ხელისუფლებამ ამ ქმედებით აშშ-ს სანქციებსაც  კი გადააჭარბა.

„აშშ-ის მოსაწონებლად,რუსეთის წინააღმდეგ ამერიკული სანქციების ფონზე, ჩეხეთის ხელისუფლებამ ამ ნაწილში თავის ამერიკლე პატრონებსაც კი აჯობა“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

უწყებაში ამბობენ, რომ რუსული სპეცსამსახურების დადანაშაულება 2014 წელს ვრბეტიცის სამხედრო საწყობში მომხდარ აფეთქებასთან, რაც დიპლომატების გაძევების მიზეზი გახდა, აბსურდულია.  

გუშინ, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იან გამაჩეკმა განაცხადა, რომ პრაღაში რუსეთის საელჩოს 18-მა თანამშრომელმა ქვეყანა 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვოს. პრაღამ დიპლომატები რუსეთის სპეცსამსახურების სასარგებლოდ მუშაობაში დაადანაშაულა.

ამასთან, ჩეხეთს პრემიერმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა, რომ ხელისუფლება რუსეთს ადანაშაულებს 2014 წელს ვრბეტიცის საბრძოლო მასალების საცავში მომხდარ აფეეთქებაში. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, აფეთქების მიზანს უკრაინაში საბრძოლო მასალების გაგზავნისთვის ხელის შეშლა წარმოადგენდა. გამაჩეკი ვრბეტიცის საქმის განხილვას ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორშაბთს დაგეგმილ შეხვედრაზე აპირებს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge