png.ge
png.ge
png.ge
16+
31 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
31 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ჩეხეთი რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომელს აძევებს

  • მსოფლიო
  • 22.04.2021
  • 19:03
ჩეხეთი რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომელს აძევებს

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, პრაღაში რუსეთის საელჩოს შემადგენლობას მოსკოვში ჩეხეთის დიპლომატიური მისიის დონემდე შეამცირებს. ეს გადაწყვეტილება სავარაუდოდ რუსეთის საელჩოს 70-მდე თანამშრომლის გაძევებას გამოიწვევს.

"გუშინ მე ელჩს ვუთხარი, რომ თუ ჩეხ დიპლომატებს არ დააბრუნებენ მოსკოვში, ჩვენ შევამცირებთ საელჩოს შემადგენლობას პრაღაში. რადგან რუსულმა მხარემ არ უპასუხა ჩვენს მოთხოვნას, გადავწყვიტეთ დაიწყოს ამ გადაწყვეტილების განხორციელება", - განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იაკუბ კულჰანეკმა.

მისივე თქმით, რუსეთის გაძევებულ მოქალაქეებს ჩეხეთის დატოვება მაისის ბოლომდე მოუწევთ.

რუსეთის საელჩოს პრაღაში ჰყავს 27 დიპლომატი და 67 ტექნიკური თანამშრომელი, ხოლო ჩეხეთის საელჩოს მოსკოვში ხუთი დიპლომატი და 19 ტექნიკური თანამშრომელი. შესაბამისად, პრაღის დატოვება 22-მა დიპლომატსა და 48 ტექნიკურ თანამშრომელს მოუწევს.

გასულ კვირას, ჩეხეთმა რუსეთის საელჩოს 18 თანამშრომელი გააძევა. ჩეხეთის მხარე დარწმუნებულია, რომ გაძევებული "დიპლომატები" მონაწილეობდნენ 2014 წელს ჩეხეთში მომხდარ საბრძოლო მასალების საცავის აფეთქებაში, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა. საპასუხოდ, რუსეთმა ქვეყნიდან 20 ჩეხი დიპლომატი გააძევა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge