png.ge
png.ge
png.ge
16+
31 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
31 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

WSJ: ბაიდენმა, შესაძლოა, სომხების გენოციდი აღიაროს

  • მსოფლიო
  • 23.04.2021
  • 23:05
WSJ: ბაიდენმა, შესაძლოა, სომხების გენოციდი აღიაროს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს ოფიციალურად აღიაროს სომხების გენოციდი, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში ოსმალეთის იმპერიაში მოხდა. ინფორმაციას  The Wall Street Journal-ი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება ბაიდენმა, შესაძლოა, შაბათს, 24 აპრილს გააკეთოს. ყოველ წელს, 24 აპრილს სომხეთში აღინიშნება გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნის დღე. ამასთან, გამოცემის წყარო აღნიშნავს, რომ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, ბაიდენი კი შესაძლოა, ფორმალური განცხადებით შემოიფარგლოს, სადაც გენოციდის ოფიციალური აღიარება არ გაიჟღერებს.

გაზეთი აღნიშნავს, რომ ბაიდენის მიერ სომხების გენოციდის შესაძლო აღიარება, სავარაუდოდ, გამოიწვევს ურთიერთობის მნიშვნელოვან გაუარესებას ვაშინგტონსა და ანკარას შორის. WSJ-ის ცნობით, ვაშინგტონში თურქეთის საელჩოს წარმომადგენლის გამოცემის წყაროს ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

ბაიდენის წინამორბედი რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი გაურბოდა ტერმინ „გენოციდის“ გამოყენებას თავის განცხადებებში, რომელიც 1915 წლის მოვლენებს ეხებოდა. ბარაკ ობამაც, რომლის ადმინისტრაციაშიც ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ასევე გაურბოდა ამ განსაზღვრებას. 2019 წელს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პირველად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც 1915 წლის ტრაგედია დაახასიათა, როგორც სომხების გენოციდი. ამან ანკარის მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია.

ზოგიერთი ისტორიკოსის მონაცემებით, 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მლნ სომეხი მოკლეს. იმავე ისტორიკოსების მტკიცებით, ამ პერიოდში რეგულარულად მიმდინარეობდა ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის დევნა და მასობრივი მკვლელობა. ოსმალეთის იმპერიაში, სომეხი ერის გენოციდის ფაქტი ამ დროისთვის აღიარა 23-მა სახელმწიფომ, ასევე ევროპარლამენტმა და ეკლესიის მსოფლიო საბჭომ.

აშშ-მა ფაქტობრივად ცნო სომხების გენოციდი 1951 წელს, როდესაც ვაშინგტონმა შეიტანა განაცხადი გენოციდის მსხვერპლთა (სომხები, ებრაელები და პოლონელები) მხარდასაჭერად გაეროს საერთაშორისო სასამართლოში.

1981 წელს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ოფიციალურად გამოიყენა ეს ტერმინი, თუმცა მომდევნო პრეზიდენტებმა ამ ტერმინზე უარი თქვეს.

დღეისათვის სომხების გენოციდი ადგილობრივ დონეზე ოფიციალურად აღიარებულია 50-დან 49 შტატში, მაგრამ ფედერალურ დონეზე ეს ჯერ არ მომხდარა.

თურქეთი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას სომხების გენოციდს შესახებ და უკიდურესად მტკვინეულად რეაგირებს დასავლეთის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებულ კრიტიკაზე.

ანკარა მოითხოვს ტერმინ "გენოციდის" ამოღებას და აცხადებს, რომ 1915 წელს თურქეთში განვითარებულ მოვლენებს ემსხვერპლნენ როგორც სომხები, ისე თურქები.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge