png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის პარტნიორობით თბილისმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი გადმოიბარა

  • საზოგადოება
  • 24.04.2021
  • 12:57
საქართველოს ბანკის პარტნიორობით თბილისმა წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი გადმოიბარა

საქართველოს ბანკი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით წიგნისა და საავტორო უფლებების დღეს თბილისმა ერთი წლით წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსი გადმოიბარა. ოფიციალური ღონისძიება თბილისის მერიისა და იუნესკოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში „აბრეშუმის ქარხანაში“ ოფიციალურად გუშინ გაიხსნა.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო კოსტიუმირებული პერფორმანსი - „ათი ცოცხალი სურათი ქართული ლიტერატურიდან“, რომელიც აერთიანებს ქართული მწერლობის ისტორიის ათ სცენას ადრექრისტიანული ხანიდან მეოცე საუკუნემდე. გახსნის მეორე ნაწილი კი თანამედროვე ავტორებს დაეთმო. წარმოდგენილი იყო ერთგვარი ფოტო-აუდიო პროექტი ცამეტი ქართველი ავტორის მონაწილეობით. ღონისძიების სტუმრებმა გურამ დოჩანაშვილის შესახებ მოკლე ჩანახატიც იხილეს.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის გადმობარებასთან დაკავშირებით მთელი წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის, საერთაშორისო ბაზრობები და ფესტივალები, საერთაშორისო კონფერენცია, რაც იქნება ძალიან კარგი შესაძლებლობა ქართველი მწერლებისთვისა და გამომცემლებისთვის, დაამყარონ ახალი კონტაქტები, ასევე უცხოელებისთვის, რათა უკეთ გაიცნონ ქართული კულტურა და ქვეყანა.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდებში კითხვის წახალისებასა თუ განათლების ამაღლებას. ჩვენ საქართველოს ბანკი ვართ, ჩვენთვის ყველაზე სწორი გადაწყვეტილებაა წვლილი შევიტანოთ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მიღწევებში, ისეთში როგორიცაა იუნესკოს მიერ თბილისის წიგნის მსოფლიო დედაქალაქად დასახელება. ეს ღირშესანიშნავი სტატუსია მთელი ქვეყნისთვის, საქართველოს კულტურის საერთაშორისო დონეზე ცნობადობის ზრდისთვის. ამასთან, ტურიზმის განვითარებასაც უწყობს ხელს, რადგან მსოფლიოს მასშტაბით ეს ღონისძიება ძალიან ბევრ სტუმარს იზიდავს. ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.

World Book Capital (წიგნის მსოფლიო დედაქალაქი) ფართომასშტაბიანი პროექტია, რომელიც 2001 წელს, UNESCO-ს გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით დაარსდა. პირველი დედაქალაქი მადრიდი იყო, შარშან კი წიგნის დედაქალაქი კუალა ლუმპური გახდა, რომელმაც, მსოფლიო პანდემიის მიუხედავად, პროექტი წარმატებით განახორციელა. პროექტი მიზნად ისახავს წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციას, ხელს უწყობს წიგნის ინდუსტრიისა და მასთან დაკავშირებული ყველა სფეროს განვითარებას, თანამედროვე ავტორების, მთარგმნელების, ბიბლიოთეკების, გამომცემლების ხელშეწყობას.

წიგნის მსოფლიო დედაქალაქის სტატუსის გადმობარების საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქის მენეჯერი, იუნესკოს კეთილი ნების ელჩი, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის გენერალური მდივანი, ამავე ასოციაციის პრეზიდენტი, 2020 წლის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის მასპინძელი ქალაქის, კუალა ლუმპურის მერის მოადგილე; პროექტის დირექტორი, გვადალახარას წიგნის საერთაშორისო გამოფენის დირექტორი, ათენის წიგნის მსოფლიო დედაქალაქის კოორდინატორი, ასევე, დიპლომატიური კორპუსის, პარტნიორი ორგანიზაციების, გამომცემლობების წარმომადგენლები და მწერლები.

იუნესკოს პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ თბილისის მერიის ინიციატივითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge