png.ge
png.ge
png.ge
16+
31 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
31 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ნიკოლ ფაშინიანი მიესალმება ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას

  • მსოფლიო
  • 24.04.2021
  • 22:00
ნიკოლ ფაშინიანი მიესალმება ჯო ბაიდენის მიერ სომეხთა გენოციდის აღიარებას

სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარებას მიესალმება.

„სომეხმა ერმა და მთელი მსოფლიოს სომეხმა ხალხმა, დიდი სიხარულით მიიღო თქვენს მიერ ოფიციალური აღიარება 1915-1923 წლებში განხორციელებული სომეხთა გენოციდის შესახებ. ვაფასებ თქვენს პრინციპულ პოზიციას, რომელიც წარმოადგენს დიდ ნაბიჯს ჭეშმარიტებისა და ისტორიული სამართლიანობის გზაზე, თქვენს ფასდაუდებელ მხადაჭერას სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა შთამომავლების მიმართ“, - ნათქვამია ფაშინიანის წერილში, რომელსაც პრემიერი Facebook-ზე აქვეყნებს.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი ხოცვა და დეპორტაცია გენოციდად აღიარა.

ბაიდენის განცხადებით, "ამერიკელი ხალხი პატივს მიაგებს ყველა სომეხს, ვინც 106 წლის წინ დაწყებული გენოციდის დროს დაიღუპა".

"ყოველი წლის ამ დღეს, ჩვენ კიდევ ერთხელ ვიხსენებთ ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხეთა გენოციდის დორს დაღუპულებს. 1915 წლის 24 აპრილიდან, ოსმალეთის იმპერიის მიერ სტამბოლში სომეხი ინტელიგენციისა და საზოგადოებრივი ლიდერების დაპატიმრებით, დაიწყო სომეხთა განადგურების კამპანია, რომლის ფარგლებშიც მილიონნახევარზე მეტი სომეხი გადაასახლეს ან სიკვიდილით დასაჯეს", - ამბობს ბაიდენი თავის განცხადებაში.

ჯო ბაიდენის თქმით, მისი მიზანი არა ვინმეს დადანაშაულება, არამედ იმაში დარწმუნებაა, რომ მსგავსი სისასტიკე აღარასდროს განმეორდება.

ბაიდენის წინამორბედი რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი გაურბოდა ტერმინ "გენოციდის" გამოყენებას თავის განცხადებებში, რომელიც 1915 წლის მოვლენებს ეხებოდა. ბარაკ ობამაც, რომლის ადმინისტრაციაშიც ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებდა, ასევე გაურბოდა ამ განსაზღვრებას. 2019 წელს, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ პირველად მიიღო რეზოლუცია, რომელშიც 1915 წლის ტრაგედია დაახასიათა, როგორც სომხების გენოციდი. ამან ანკარის მკვეთრი უკმაყოფილება გამოიწვია.

ზოგიერთი ისტორიკოსის მონაცემებით, 1915 წელს ოსმალეთის იმპერიაში 1,5 მლნ სომეხი მოკლეს. იმავე ისტორიკოსების მტკიცებით, ამ პერიოდში რეგულარულად მიმდინარეობდა ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის დევნა და მასობრივი მკვლელობა. ოსმალეთის იმპერიაში, სომეხი ერის გენოციდის ფაქტი ამ დროისთვის აღიარა 23-მა სახელმწიფომ, ასევე ევროპარლამენტმა და ეკლესიის მსოფლიო საბჭომ.

აშშ-მა ფაქტობრივად ცნო სომხების გენოციდი 1951 წელს, როდესაც ვაშინგტონმა შეიტანა განაცხადი გენოციდის მსხვერპლთა (სომხები, ებრაელები და პოლონელები) მხარდასაჭერად გაეროს საერთაშორისო სასამართლოში.

1981 წელს პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა ოფიციალურად გამოიყენა ეს ტერმინი, თუმცა მომდევნო პრეზიდენტებმა ამ ტერმინზე უარი თქვეს.

დღეისათვის სომხების გენოციდი ადგილობრივ დონეზე ოფიციალურად აღიარებულია 50-დან 49 შტატში, მაგრამ ფედერალურ დონეზე ეს ჯერ არ მომხდარა.

თურქეთი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებას სომხების გენოციდს შესახებ და უკიდურესად მტკვინეულად რეაგირებს დასავლეთის მხრიდან ამ საკითხთან დაკავშირებულ კრიტიკაზე.

ანკარა მოითხოვს ტერმინ "გენოციდის" ამოღებას და აცხადებს, რომ 1915 წელს თურქეთში განვითარებულ მოვლენებს ემსხვერპლნენ როგორც სომხები, ისე თურქები.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge