png.ge
png.ge
png.ge
16+
31 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
31 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ინდოეთში, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების ცხედრებს პირდაპირ ქუჩებში წვავენ

  • მსოფლიო
  • 26.04.2021
  • 13:30
ინდოეთში, კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების ცხედრებს პირდაპირ ქუჩებში წვავენ

ინდოეთში ყოველდღიურად კორონავირუსით ინფიცირების თითქმის 350 ათასამდე შემთხვევა ფიქსირდება. დედაქალაქ დელიში ყოველ ოთხ წუთში ერთი ადამიანი იღუპება. პრემიერ მინისტრმა ნარენდრა მოდიმ განაცხადა, რომ ქვეყანა კორონავირუსის შტორმის ეპიცენტრში იმყოფება.

კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების ცხედრებს პირდაპირ ქუჩებში წვავენ, კლინიკებში კი თავისუფალი საწოლები და ჟანგბადის ბალონები აღარ ჰყოფნით, ამიტომ ისინი პაციენტებს ვეღარ იღებენ.

კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 20 მლნ შეადგინა. ამ მაჩვენებლით ინდოეთი აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს.

„პირველ ტალღასთან წარმატებული ბრძოლის შემდეგ დარწმუნებულნი ვიყავით გამარჯვებაში, მაგრამ ამ ქარიშხალმა ერი შოკში ჩააგდო“, -  განაცხადა ინდოეთის პრემიერმა რადიომიმართვაში. დიდმა ბრიტანეთმა ინდოეთს 495 ჟანგბადის კონცენტრატორი, 120 არაინვაზიური აპარატი და 20 ხელოვნური სუნთქვის ხელის აპარატი გადასცა.

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი ინდოეთს დაპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისათვის,რომ დაეხმაროს. ევროკავშირმა ასევე განაცხადა, რომ ინდოეთში ჟანგბადის ბალონებსა და მედიკამენტებს გააგზავნის.

შეერთებული შტატები ინდოეთს დახმარებას დაპირდა და ქვეყანაში ჟანგბადის ბალონების, კორონავირუსის ტესტების, მედიკამენტებისა და ინდივიდუალური დაცვის საშულაებების გაგზავნას გეგმავს. პრეზიდენტის მრჩეველმა  უსაფრთხოების საკითხებში ჯეკ სალივანმა განაცხადა, რომ 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა ინდოეთს სამედიცინო დახმარება დროულად გაუწიონ.

აშშ-ის პრეზიდენტის უფროსმა მრჩეველმა მედიცინის საკითხებში ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ აშშ ინდოეთში ვაქცინის დოზებს გაგზავნის და შესაბამის სამსახურებს დაეხმარება ინდოეთში ვაქცინების წარმოების დაწყებაში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge