png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საოპერო პრიმადონას მედეა ამირანაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან

  • კულტურა
  • 30.01.2016
  • 21:08
საოპერო პრიმადონას მედეა ამირანაშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან

საქართველოს კულტურის პალატის ინიციატივით, ქართული საოპერო სამყაროს ერთ-ერთ უდიდესი წარმომადგენელის და სახალხო არტისტის  მედეა ამირანაშვილის ,,ვარსკვლავი’’ ოპერი წინ საზეიმოდ გაიხსნება.   ვარსკვლავის გახსნის საზეიმო ცერემონია 31 იანვარს, 17:30 საათზე გაიმართება . ამავე დღეს დაგეგმილი „აბესალომ და ეთერის“ საპრემიერო ჩვენება მედეა ამირანაშვილს მიეძღვნება.

88 წლის სოპრანოს ,,ვარსკვლავი’’ კულტურის პალატის დაფინასებით და მხარდაჭერით დამზადდა.

ეს იქნება რიგით მე-4 ,,ვარსკვლავი’’ ოპერისა და ბალეტის წინ ნოდარ ანდღულაძის, პაატა ბურჭულაძისა და ცისანა ტატიშვილის ვარსკვლავების შემდეგ. ღონისძიება თეატრის გახსნის საზეიმო კვირეულის ფარგლებში ჩატარდება. 

მედეა ამირანაშვილმა 1954 წელს დაამთავრა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. იმავე წელს შედგა მისი დებიუტი ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე, რის შემდეგ იყო ამ თეატრის წამყვანი სოლისტი და ასრულებდა სოპრანოს მთავარ პარტიებს: მარო, ეთერი და მარეხი (ფალიაშვილის "დაისი" და "აბესალომ და ეთერი"), მზია (თაქთაქიშვილის "მინდია"), ლელა (ლაღიძის "ლელა"), ტატიანა (ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი"), ზემფირა (რახმანინოვის "ალეკო"), ბატერფლაი (საერთაშორისო პრემია, ტოკიო, 1970), და სხვა.

მედეა ამირანაშვილი საქართველოსა და საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი, თბილისის კონსერვატორიის პროფესორი, აკადემიკოსი, ღირსების ორდენის კავალერი და საერთაშორისო კონკურსების ლაურეატია.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge