png.ge
png.ge
png.ge
16+
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
12 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ვარლამ გოლეთიანი საჯაროდ გაემიჯნა იმ ჯგუფებს, რომლებიც ნამახვანჰესის აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად გუმათში ჩავიდნენ

  • საზოგადოება
  • 27.04.2021
  • 16:51
ვარლამ გოლეთიანი საჯაროდ გაემიჯნა იმ ჯგუფებს, რომლებიც ნამახვანჰესის აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად გუმათში ჩავიდნენ

პროტესტის 183-ე დღე იყო პირველი დღე, როდესაც ხეობაში ვარლამ გოლეთიანი არავის უნახავს. ის არ მისულა არც გუმათში, არც ტელეკამერებთან გამოჩენილა. არ ყოფილა არც სახლში, სადაც კურიერმა მიაკითხა.

ვარლამ გოლეთიანი რამდენიმე კვირის წინ საჯაროდ გაემიჯნა იმ ჯგუფებს, რომლებიც ნამახვანჰესის აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად გუმათში ჩავიდნენ, მათ შორის, ისეთ პირებს, რომლებიც ჰომოფობიური განცხადებებითა და ხშირად, რადიკალური ქმედებებით გამოირჩევიან. თუმცა, გოლეთიანიც და ის პირებიც, ვისი გზებიც საჯაროდ ნამახვანჰესის მისადგომებთან რამდენიმე კვირის წინ გაიყო, მიტროპოლიტმა სტეფანემ გააერთიანა.

რა კავშირია მეუფე სტეფანესა და ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს შორის? რიონის მცველები ახლა ორი ეპარქიის ერთ წინამძღვარს იცავენ, რომელიც ნამახვანჰესის საწინააღმდეგო ქადაგებებითაა ცნობილი.

რიონის ხეობის მცველის იქ ჩასვლას ასე აფასებს მამა ამდრია: (სარია)

"გოლეთიანის იქ ჩასვლას არ აქვს არანაირი გამართლება, იქ იყო ქართული მარში, ქართული იდეა, რომლებიც სხვა ქვეყნის იტერესების რადიკალრ დაკვეთას ასრულებენ. მე არ ვათანაბრებ ვარლამს მათთან, მაგრამ კითხვის ნიშნები იბადება. მე ვხედავ რუსულ კვალს საპატრიარქოში", - აცხადებს მამა ანდრია.

დგას თუ არა ნამახვანის პროცესების უკან მიტროპოლიტი სტეფანე და ნაწილობრივ საპატრიარქო. "კურიერმა" გაარკვია, რომ ვარლამ გოლეთიანი და მისი ოჯახი მიტროპოლიტ სტეფანეს მრევლია, ვარლამის მამა ცაგერ-ლენტეხის ეპარქიაში, 28 სოფლის ერთადერთი მღვდელია. მას და მიტროპოლიტს, უკვე ორი ათწლეულია, ახლო ურთიერთობა აქვთ. თავად მიტროპოლიტი ჰესის მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და პროტესტის მონაწილებს ხშირად ამბიონიდანაც უჭერს მხარს.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების დიდი ნაწილი, ბოლო დაძაბული დღეების განმავლობაში, მიტროპოლიტ სტეფანეს მხარდასაჭერად ჭყონდიდში იმყოფებოდა. "კურიერის" ინფორმაციით, ადგილზე იყვნენ ჩასულები ლევან ვასაძის წარმომადგენლებიც. ადგილზე იმყოფებოდა ჯონდი ბაღათურიაც, რომელიც ამბობს, რომ გოლეთიანს საერთოდ არ იცნობს და ასევე გურამ ფალავანდიშვილიც, საიდანაც ის გუმათში ჩავიდა და რიონის მცველებს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge