png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები "სინოფარმის" ვაქცინით აიცრნენ

  • საზოგადოება
  • 06.05.2021
  • 17:16
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები "სინოფარმის" ვაქცინით აიცრნენ

საპარლამენტო უმრავლესობის თხუთმეტამდე წევრი, შპს. აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში - "რესპუბლიკური საავადმყოფო", "სინოფარმის" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

ვაქცინაციის პროცესს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დაესწრო.

ეკატერინე ტიკარაძემ მადლობა გადაუხადა პარლამენტის წევრებს ვაქცინაციის პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

"ყველამ ვიცით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მსოფლიოსთვის და მათ შორის, საქართველოსთვის ვაქცინაციის პროცესის წარმატებულად ჩატარება. რა თქმა უნდა, ეს პროცესი წარმოუდგენელია საზოგადოების თითოეული წევრის აქტიური ჩართულობის გარეშე. აქედან გამომდინარე, წინა კვირა და ეს კვირა ჩვენ გამოვაცხადეთ მასობრივი ვაქცინაციის კვირეულად, რაც ითვალისწინებს საზოგადოების აქტიური წევრების, მათ შორის, საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების ინტენსიურ ჩართულობას. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს წარმოდგენილ პარლამენტის წევრებს ხვალ და ზეგ კიდევ დაემატებიან პარლამენტის სხვა წევრებიც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ შეუფერხებლად განხორციელდეს ყველა ის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ქვეყნის მომავალზეა ორიენტირებული. ვაქცინაცია ამ პროცესში ნამდვილად იქნება უსაფრთხო სამუშაო გარემოს შემქმნელი მნიშვნელოვანი კომპონენტი", - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ვაქცინაციის პროცესში ინტენსიურად არიან ჩართული სხვადასხვა საჯარო სამსახურის წარმომადგენლები.

"დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ გავზარდოთ საზოგადოების აქტივობა და საზოგადოების ნდობა ვაქცინაციის პროცესთან მიმართებაში. მადლობას მოგახსენებთ იმისათვის, რომ ასე აქტიურად ხართ ჩართული ამ პროცესში და ეხმარებით ჯანდაცვის სამინისტროს და ქვეყანას ეპიდემიის დამარცხებაში", - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა მადლობა გადაუხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ ვაქცინაცია საქართველოში შეუქცევადი პროცესი გახდა.

"ვაქცინაცია დღეს არის ჩვენი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ვალდებულება ქვეყნის, მოქალაქეების და ერთმანეთის წინაშე, რადგან თითოეულმა ჩვენთაგანმა მნიშვნელოვანი წვლილი უნდა შევიტანოთ პანდემიის დამარცხების პროცესში. მინდა მადლობა ვუთხრა ჯანდაცვის სამინისტროს, საქართველოს მთავრობას იმისთვის, რომ დღეს ვაქცინაცია ჩვენს ქვეყანაში არის შეუქცევადი პროცესი. განსაკუთრებით მახარებს, რომ ჩვენს საზოგადოებაში უკვე საკმაოდ მაღალი მოტივაციაა იმისთვის, რომ ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ ვაქცინაციის პროცესში და ამით ერთობლივად დავამარცხოთ პანდემია. აქვე, მინდა მოუწოდა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს და ასევე, ყოფილ დეპუტატებს ჩაერთონ ვაქცინაციაში, ვინაიდან ერთობა ამ პროცესში განსაკუთრებულად და კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
  • 17:19
დონალდ ტრამპი – ვიფიქრე, ატლანტის ან წყნარ ოკეანეს „ტრამპის ოკეანე“ ან „ამერიკის ოკეანე“ ვუწოდოთ
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
  • 17:05
აშშ-ზე დაყრდნობა ახლა არ შეიძლება - ევროპარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
  • 17:02
სახელმწიფოს მუდმივად აქვს იმედი, რომ დაგსჯის, სადღაც იქვე, მის დასში, მაგალითად, აჩიკო სოლოღაშვილები მოიძებნებიან - გურამ მაცხონაშვილი
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
  • 16:56
მილიონობით ლარს, რომელსაც რუსთაველის თეატრი იღებს, ყოველწლიურად, ხარჯავს საზოგადოების ჯიბრში - გურამ მაცხონაშვილი
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
  • 15:24
უბრალოდ შესანიშნავია, შემიძლია ყველაზე დიდი სისულელე ვთქვა და თქვენ მაინც ტაშს დამიკრავთ - დონალდ ტრამპი ამომრჩევლებს
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
  • 15:23
ციხემ დედაჩემის და ორი უახლოესი ადამიანის ნომერი დაბლოკა - რეზო კიკნაძე
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
  • 08:07
კიკვიძის პარკთან სახანძრო და სატვირთო მანქანა ერთმანეთს შეეჯახა
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
  • 00:53
მართლა ვერ გავიგე რა იყო სასაცილო ან დასაცინი  - გიორგი გველესიანი მის ინტერვიუზე გაკეთებულ კომენტარებს ეხმიანება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge