png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ნოემბერი, 2026, შაბათი
png.ge

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ვივა ჯგუფმა“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ააშენა

  • ბიზნესი
  • 11.05.2021
  • 12:41
 საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „ვივა ჯგუფმა“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი ააშენა

საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით „ვივა ჯგუფმა“ დიღომში 312 საცხოვრებელი ბინისგან შემდგარი კომპლექსი ააშენა. საერთო ჯამში კომპლექსი 22,482 კვ.მ-ს შეადგენს. კორპუსის პირველი ბლოკის მშენებლობა დათქმულ ვადებში დასრულდა.  პროექტის ჯამურმა მოცულობამ  4.2 მლნ დოლარი შეადგინა.   

 

კომფორტული გარემოსა და ადგილმდებარეობის გარდა კომპლექსი მომხმარებელს  კეთილმოწყობილ ეზოსა და მიწისქვეშა ავდოსადგომს სთავაზობს. 12 სართულიანი, ორი საცხოვრებელი ბლოკი თანამედროვე დიზაინითა და ექსტერიერით გამოირჩევა. კომპანია მშენებლობისას ენერგოეფექტურ სამშენებლო მასალებს იყენებს და აქტიურად უჭერს მხარს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. მშენებლობის პროცესში 150 ადამიანია დასაქმებული. 

აღნიშნულის გარდა,  კომპანიას დაწყებული აქვს ორი პროექტი ასევე დიღომსა და ზუგდიდში. დიღომის ახალ პროექტი მოიცავს 520 საცხოვრებელ ბინას, რაც საერთო ჯამში  31,237 კვ.მ-ს შეადგენს. ახალ პროექტზე დამატებით  200 ადამიანი დასაქმდება.

კომპანია ცდილობს, საკუთარი სამშენებლო გამოცდილება და ხარისხი თბილისის გარდა სხვადასხვა რეგიონებში დანერგოს. სწორედ ამიტომ, კომპანიამ გადაწყვიტა ქალაქ ზუგდიდში 52 ბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, რომლის ჯამური სამშენებლო ფართი  3,133 კვ.მ. იქნება.

„სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა ახალი რეალობის პირობებში საქართველოს ბანკისთვის   კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. მოხარული ვართ, რომ ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კიდევ ერთი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა. „ვივა ჯგუფი“ 6 წლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანიაა, მისი მთავარი უპირატესობები ბინების დროული ჩაბარება და მაღალი ხარისხია. კომპანიას უკვე წარმატებით აქვს დასრულებული პროექტები ბაგებში და ჟვანიას ქუჩაზე. ვფიქრობთ, ბანკისა და „ვივა ჯგუფის“ თანამშრომლობა კომპანიას კიდევ უფრო მეტი განვითარების შესაძლებლობას მისცემს, რაც მის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე დადებითად აისახება. ეს კი  ახალი სამუშაო ადგილების და კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროექტის განხორციელების შესაძლებლობას იძლევა“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. 

ინფორმაციისთვის, „ვივა ჯგუფი“ მომხმარებელს კომფორტული გარემოსა და ადგილმდებარეობის გარდა გადახდის მოქნილ პირობებს სთავაზობს. კომპანიის მისიაა, მომხმარებელს მისცეს შესაძლებლობა, ფლობდეს საკუთარ სახლს და იცხოვროს კომფორტულ გარემოში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის,  მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
  • 12:18
მარნეულში მეუღლის მიმართ ძალადობის, მუქარისა და ადევნების ფაქტებზე ერთი პირი დააკავეს
2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
  • 12:05
2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა
კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, გარემოებებზეა დამოკიდებული - მეუფე ნიკოლოზი
  • 12:00
კონსტანტინოპოლში უფრო ადრე წავა პატრიარქი თუ მოსკოვში, გარემოებებზეა დამოკიდებული - მეუფე ნიკოლოზი
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება
  • 11:57
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებული 31 წლის კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
  • 11:55
ფონიჭალაში ნანგრევებიდან ამოყვანილი ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge