png.ge
png.ge
png.ge
16+
31 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
31 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ისრაელის საპასუხო ავიაიერიშების შედეგად ღაზაში მსხვერპლთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა, ისრაელში დაღუპულია 6 ადამიანი

  • მსოფლიო
  • 12.05.2021
  • 18:13
ისრაელის საპასუხო ავიაიერიშების შედეგად ღაზაში მსხვერპლთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა, ისრაელში დაღუპულია 6 ადამიანი

სულ მცირე 53 ადამინი დაიღუპა ღაზას სექტორში ისრაელის საპასუხო ავიაიერიშების შედეგად. მათ შორის 15 ბავშვი და სამი ქალია.  ადგილობრივი ჯანდაცვის უწყების განცხადებით, დაჭრილია კიდევ 320 ადამიანი. ისრაელის განცხადებით, ქვეყნის თავდაცვის ძალების სამიზნეებს ტერორისტების ობიექტები წარმოადგენს. მათივე ინფორმაციით, ღაზაში განადგურებულია ჰამასის სულ მცირე 18 ტერორისტი.

ისრაელის განცხადებით, ჰამასისა და ისლამის ჯიჰადის სარაკეტო დარტყმების შედეგად ქვეყნის ტერიტორიაზე მსხვერპლთა რაოდენობა 6-მდე გაიზარდა, დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.

კონფლიქტის გამწვავებიდან ისრაელის მიმართულებით ჰამასმა და ისლამურმა ჯიჰადმა 1000-ზე მეტი რაკეტა ისროლეს.

ბოლო წლების უდიდესი ესკალაცია ღაზის სექტორის საზღვარზე ორშაბათს, 10 მაისს 18 საათის შემდეგ დაიწყო. 

დაძაბულობა იერუსალიმში, 8 მაისს, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას მოჰყვა. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა, რაც მასობრივ არეულობაში გადაიზარდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge