png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საუკეთესო გადაწყვეტილებაა განავითარო მეღვინეობა

  • ბიზნესი
  • 13.05.2021
  • 12:04
საუკეთესო გადაწყვეტილებაა განავითარო მეღვინეობა

„საქართველოს ბანკი“ ბიზნესის მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად მეღვინეობის ხელშეწყობის მიზნით ბანკმა 132,000 ევროს მოცულობის ინვესტიცია გამოყო, რაც აჭარაში, სოფელ ვარჯანისში, ღვინის სახლისა და სასტუმროს მშენებლობას მოხმარდა. „შატო ივერი“ 1 ჰა ფართობზე ვენახებს,  სასტუმროსა და რესტორანს აერთიანებს. პროექტის ჯამური ღირებულა კი 1,500 ,000 ლარს შეადგენს.

 „ჩვენს ოჯახს ღვინის წარმოების საუკონოვანი გამოცდილება აქვს. სწორედ ჩვენს ტერიტორიაზე იპოვეს ძველი ქვევრები, რაც ვაზის კულტურის უხსოვარი დროიდან არსებობაზე მიანიშნებს. სწორედ ამიტომ გაჩნდა ღვინის სახლის იდეა, რათა შეგვენარჩუნებინა ტრადიცია. ამ წამოწყების  განხორციელბაში კი ბანკმა გაგვიწია მხარდაჭერა“, - აცხადებს ივერი ბერიძე, „შატო ივერის“  მფლობელი.

„შატო ივერი“ მაღალი ხარისხის, ორგანულ ღვინოს ტრადიციული ქართული მეთოდით აწარმოებს.  კომპანია მომხმარებელს 3 დასახელების ღვინოს - ცოლიკოურს, ჩხავერსა და  საწურს სთავაზობს.

„საქართველოს ბანკის მხარდაჭერით დასრულდა ღვინის სახლისა და სასტუმროს მშენებლობა, წარმოება კი კიდევ უფრო გაფართოვდა. ამჟამად საქმიანობაში რამდენიმე ადამიანია ჩართული, თუმცა მალე დასაქმებულთა რიცხვს გავაორმაგებთ”, - დასძენს ივერი ბერიძე.

„შატო ივერი“ წელიწადში 5,000 ბოთლი ღვინის და 1,000 ბოთლი ჭაჭის წარმოებას უზრუნველყოფს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება, მის ხარისხზე კი საერთაშორისო ღვინის ფესტივალებზე მინიჭებული არაერთი მაღალი შეფასება მეტყველებს. ამასთან, 2020 წელს კომპანია ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების, Welcome to Georgia-ს გამარჯვებული გახდა, ნომინაციაში „საუკეთესო სოფლად ტურიზმი“.

აღსანიშნავია, რომ ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში კომპანია სამომავლოდ ენერგო ეფექტურობის პროექტის განხორციელებასაც გეგმავს. პროექტი 15 კვტ სიმძლავრის მზის ელექტროსადგურის დამონტაჟებას ითვალისწინებს, მის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია კი „შატო ივერი“-ს საშუალო წლიური მოხმარების 60% დაფარავს.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკმა კვლავ გამოგვიცხადა მხარდაჭერა ჩვენი ახალი წამოწყების გასახორციელებლად. აღნიშნული პროექტი საგრძნობლად გაზრდის კომპანიის ენერგო ეფექტურობას და ხელს შეუწყობს მის სამომავლო განვითარებას“, - აცხადებს ივერი ბერიძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge