png.ge
png.ge
png.ge
16+
31 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
31 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას წინააღმდეგ მასშტაბური იერიში მიიტანა

  • მსოფლიო
  • 14.05.2021
  • 11:01
ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზას წინააღმდეგ მასშტაბური იერიში მიიტანა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა სახმელეთო დანაყოფების დახმარებით, გასული ღამის განმავლობაში პალესტინის ტერიტორიაზე რადიკალური დაჯგუფებების სამხედრო ობიექტების  წინააღმდეგ მასშტაბური იერიში მიიტანა. ისრაელის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონათან კონრიკუსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 160 თვითმფრინავი 40 წუთის განმავლობაში 150 ობიექტს ერთდროულად უტევდა. მისი თქმით, კონფლიქტის დაწყებიდან ეს იყო უმსხვილესი ოპერაცია, რომელშიც მონაწილეობდნენ სახმელეთო დანაყოფები. მისივე თქმით, არცერთი ისრაელელი ჯარისკაცი ღაზას სექტორში არ შესულა. როგორც კონრიკუსმა აღნიშნა, იერიშების სამიზნეს წარმოადგენდა ასობით გვირაბი, რომლებსაც ტერორისტები ტრანსპორტირებისა და თავშესაფრებისთვის იყენებენ.

მისი თქმით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ღაზაში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, ისრაელის არმიის პრესსამსახურის ინგლისურენოვან ინფორმაციაში, უზუსტობა გაიპარა. შეკითხვაზე აპირებს თუ არა ისრაელი სახმელეთო ოპერაციის დაწყებას ღაზას სექტორში, კონრიკუსმა უპასუხა, რომ არმიას აქვს გეგმები, მაგრამ ამაზე ინფორმაციას ჟურნალიტებს ვერ მიაწვდის.

როგორც კონრიკუსმა აღნიშნა, ჰამასმა ისრაელის ტერიტორიაზე 10 მაისის შემდეგ 1 800-ზე მეტი რაკეტა ისროლა, მათგან 430 ღაზის ტერიტორიაზე ჩავარდა. რაკეტების 90 პროცენტი რკინის გუმბათმა გაანეიტრალა. ისრაელის მხარეს, გარდაცვლილია 9 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი და ერთი სამხედრო.

ღაზაში ისრაელის საპასუხო ავიაიერიშებს, ბოლო მონაცემებით, 118 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 28 ბავშვია. ისრაელის განცხადებით, თავდაცვის ძალების სამიზნეს ტერორისტების ობიექტები წარმოადგენს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge