png.ge
png.ge
png.ge
16+
31 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
31 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

მინდოდა გამერღვია ტკივილისა და ტანჯვის მძლავრი წრე, რომელიც თან სდევდა ჩემს ბავშვობას - პრინცი ჰარი

  • მსოფლიო
  • 14.05.2021
  • 19:58
მინდოდა გამერღვია ტკივილისა და ტანჯვის მძლავრი წრე, რომელიც თან სდევდა ჩემს ბავშვობას  - პრინცი ჰარი

პრინცმა ჰარიმ მორიგ საჯარო გამოსვლაში განმარტა, რატომ წაიყვანა ცოლი და შვილი კალიფორნიაში და თქვა, რომ სურდა „გაერღვია ტკივილისა და ტანჯვის მძლავრი წრე“, რომლიც თან სდევდა მის ბავშვობას. სურდა, რომ მის შვილებს იგივე არ გამოეცადათ.

სასექსის ჰერცოგს უკვე ჰყავს ვაჟი არჩი და ახლა ის და მეგანი ქალიშვილის დაბადებას ელოდებიან. ამასთან, თავის ბავშვობაზე საუბრისას თქვა, რომ „არ სურს ვინმეზე თითის გაშვერა“.

„ვფიქრობ, რომ არ ღირს ვინმეზე თითის გაშვერა, მაგრამ როდესაც საუბარია მშობლების როლზე, ამა თუ იმ ფორმით განვიცდიდი ტკივილსა და ტანჯვას, იმიტომ, რომ ასეთ ტკივილსა და ტანჯვას, შესაძლოა განიცდიდა მამაჩემი ან ორივე მშობელი. მე მინდა გავწყვიტო ეს მძლავრი წრე, რათა არ გადავცე ის მემკვიდრეობით, ეს ტანჯვა გენეტიკურ დონეზეა და გადაეცემა მემკვიდრეობით. ამიტომ, ჩვენ, როგორც მშობლები, უნდა ვეცადოთ გავაკეთოთ ყველაფერი და ვთქვათ: იცით, ეს მე შემემთხვა და არ მინდა, რომ ისტორია ჩემ შვილებთანაც განმეორდეს,  - თქვა მან ამერიკულ პოდკასტ Armchair Expert-ში საუბრისას.

 ჰარის თქმით, ამერიკაში მისი ოჯახის გადასვლა წინასწარ დაგეგმილი არ იყო, უბრალოდ „ხანდახან უნდა მიიღო გადაწყვეტილება და უპირველეს ყოვლისა იფიქრო ოჯახზე და საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე“, - თქვა ჰარიმ.

 „აქ (კალიფრნიაში) შემიძლია თავაწეულმა ვიცხოვრო, თავს სხვანაირად ვგრძნობ, მხრები გავშალე და ისიც (მეგანი) ასეა. აქ თავისუფლად ვართ. შემიძლია არჩი ველოსიპედის საბარგულში დავსვა, ადრე ამაზე ფიქრსაც ვერ შევძლებდი“, - თქვა ჰარიმ თავის კალიფორნიულ ცხოვრებაზე საუბრისას.

 კლარენს-ჰაუსში (ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ვესტმინსტერის რეზიდენცია) უკვე განაცხადეს, რომ პრინცის ამ განცხადებებზე კომენტარს არ გააკეთებენ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
  • 18:54
ხვიჩა კვარაცხელიას მუხლის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
  • 18:35
თბილისში 25 წლის კაცი ძმის ქორწილში მოკლეს
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
  • 17:23
3 ათასი ლარით დამაჯარიმეს მარგარიტა სიმონიანის შეურაცხყოფის გამო - თორნიკე რაზმაძე
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
  • 13:36
ვერც სამშობლოს მოღალატის იარლიყს მომაკერებ და არც ამ ქვეყნის გასაბჭოებას შევეგუებით - ირმა ინაშვილი ირაკლი კობახიძეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge