png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს ბანკი და “კინგსი“ გრძელვადიან პარტნიორობას იწყებენ

  • ეკონომიკა
  • 21.05.2021
  • 11:29
საქართველოს ბანკი და “კინგსი“ გრძელვადიან პარტნიორობას იწყებენ

საქართველოს ბანკმა ქვეყანაში ყველაზე მსხვილ საგანმანათლებლო პროდუქტების პროვაიდერთან, „კინგსთან“, გრძელვადიანი თანამშრომლობა გააფორმა. პარტნიორობის მთავარ მიზანს სკოლის მოსწავლეების და აბიტურიენტების განათლებისა და განვითარების ხელშეწყობა და მოტივაციის ამაღლება წარმოადგენს.

თანამშრომლობა სხვადასხვა ტიპის ინიციატივებს აერთიანებს და სკოლის მოსწავლეებს საგანმანათლებლო პლატფორმებზე - Kings.ge, Lupi.ge, Murtsku.com, Tvschool.ge, Hubu.ge და Unicatalog.ge შეღავათიან წვდომის შესაძლებლობას აძლევს.

უფრო კონკრეტულად კი, sCool Card-ის მფლობელები შეძლებენ შეღავათით ისარგებლონ „კინგსის“ მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადებზე, სასწავლო წიგნებსა და კრებულებზე.

გარდა ამისა, პანდემიის პირობებში განათლების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი sCool Card-ის მფლობელ 1-9 კლასის მოსწავლეებს „ლუპის“ 3 თვიანი სასწავლო პროგრამით უზრუნველყოფს. პროგრამა 3 საგანში, ქართულ და ინგლისურ ენებსა და მათემატიკაში იქნება ხელმისაწვდომი. მოსწავლეების ცოდნის დონეზე სპეციალურად მორგებული პროგრამა დაშვებული შეცდომების გამოსწორებაზე იქნება ორიენტირებული.

ამასთან, ბანკი აბიტურიენტებს Murtsku.com-სა და Hubu.ge-ზე ეროვნული გამოცდებისათვის მოსამზადებელი კურსებისთვის საჭირო ფინანსურ მხარდაჭერასაც გაუწევს.

“განათლების მხარდაჭერა საქართველოს ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. პარტნიორობის ფარგლებში, ახლა უკვე „კინგსთან“ ერთად გვეძლევა შესაძლებლობა, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო რესურსი კიდევ უფრო მეტი მოსწავლისთვის გავხადოთ ხელმისაწვდომი. სტიპენდიები, პერსონიზებული სასწავლო პროგრამები, შეღავათები ოლიმპიადებზე - ეს მცირე ჩამონათვალია იმ შეთავაზებებისა, რაც გრძელვადიანი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება. გვჯერა, რომ პარტნიორობა არაერთ მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას, გაიუმჯობესოს ცოდნის დონე, მიაღწიოს დასახულ მიზნებს და კიდევ უფრო მეტად გამოავლინოს და აითვისოს საკუთარი პოტენციალი“,- განაცხადა საქართველოს ბანკის SCR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა.

საქართველოს ბანკის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/340rr4g

ინფორმაციისთვის, „კინგსი“ განათლების სფეროში 2012 წლიდან მოღვაწეობს. მის მთავარ მისიას მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებითა და მუდმივგანახლებადი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვით ზოგადი განათლების დონის გაზრდა წარმოადგენს. კომპანიის ძირითად საქმიანობას ქართულ და ინგლისურ ენებში, მათემატიკაში, ისტორიაში, ბუნებაში, ინტელექტსა და ინფორმატიკაში სასკოლო ოლიმპიადების ორგანიზება წარმოადგენს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge