png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საფრანგეთის გასტრონომიულ ფესტივალზე ქართული ღვინო იქნება წარმოდგენილი

  • ეკონომიკა
  • 21.05.2021
  • 12:16
საფრანგეთის გასტრონომიულ ფესტივალზე ქართული ღვინო იქნება წარმოდგენილი

ქართული ღვინო საფრანგეთის პრესტიჟულ გასტრონომიულ ფესტივალზე „SAVIM Printemps Salon des Vignerons et de la Gastronomie", ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის "Le Pont Caucasien" ორგანიზებით იქნება წარდგენილი.

ფესტივალი ქალაქ მარსელში 21-24 მაისს იმართება და მასში საფრანგეთის ბაზარზე არსებული სხვადასხვა ქვეყნის ღვინოების იმპორტიორები მონაწილეობენ. Covid-19-ის პანდემიის გამო, ვიზიტორთა რაოდენობა წელს ლიმიტირებულია.

კომპანიის Le Pont Caucasien" ხელმძღვანელი, ენოლოგი ილია კახოიძე ფესტივალის სტუმრებს იმ ღვინოებს გააცნობს, რომლებიც უკვე იყიდება საფრანგეთში.

ფესტივალი „SAVIM Printemps Salon des Vignerons et de la Gastronomie" 1989 წლიდან ტარდება და ითვლება ერთ-ერთ წამყვან გასტრონომიულ ღონისძიებად. მას სარესტორნო ქსელების, ღვინის ბარების და ღვინით ვაჭრობის სფეროს სხვა წარმომადგენლები სტუმრობენ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობას ამაღლებას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნილება ყოველწლიურად მზარდია მეღვინეობით სახელგანთქმულ საფრანგეთში, სადაც 2020 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 114 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 22%-ით აღემატებოდა 2019 წლის ექსპორტს. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ექსპორტირებულია 16 ათასი ბოთლი ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 180%-ს მიაღწია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge