png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მოსახლეობა დაიღალა ნაცმოძრაობის მუდმივი, გაუთავებელი საბოტაჟით და დესტაბილიზაციის მცდელობით - ირაკლი ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 22.05.2021
  • 15:36
მოსახლეობა დაიღალა ნაცმოძრაობის მუდმივი, გაუთავებელი საბოტაჟით და დესტაბილიზაციის მცდელობით - ირაკლი ღარიბაშვილი

მოსახლეობა დაიღალა ნაცმოძრაობის მუდმივი, გაუთავებელი საბოტაჟით და დესტაბილიზაციის მცდელობით, ამ გაუგებარ ადამიანებზე დროს ვერ დავკარგავთ, ჩვენ საქმე უნდა გავაკეთოთ- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის ლიდერები არასოდეს ყოფილან პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები, ნიკა მელიას და სხვებს კი ძალიან უნდათ პარლამენტში შესვლა, მაგრამ რცხვენიათ.

"დიდი ილუზიები არავის არ გვაქვს, ძალიან კარგად გვესმის, რომ ნაცმოძრაობა არც არასდროს ყოფილა პასუხისმგებლიანი ძალა და არც მათი ე.წ ლიდერები არ არიან პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსები. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანმა

ორგანიზაციამ, პარტიამ და ლიდერებმა დავამტკიცეთ, რომ ვართ ერთგულნი ჩვენი ამომრჩევლების და ქვეყნის წინაშე. ჩვენ ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას, რომელიც იყო შარლ მიშელის მედიატორობით შედგენილი. ამით რა თქმა უნდა, დემონსტრირება მოვახდინეთ ჩვენი კეთილი ნების და მზაობის. ჩვენ ვნახეთ რეალურად რაც ხდება, გარედან ჩანს და შიგნიდანაც ვიცით, როგორც ხდება. ძალიან წვალობენ, მელია და სხვებიც, ძალიან უნდათ პარლამენტში შესვლა, მაგრამ რცხვენიათ, შეიძლება ასე ითქვას. მძიმე მდგომარეობაში არიან. მესმის პირადად მისიც, იმიტომ, რომ ადამიანი, რომელმაც იკადრა უკადრებელი, თავისი ჭკუით სახელმწიფო დააყენა გამოწვევის წინაშე, თქვა, რომ არც გადაიხდიდა გირაოს და ვერც დაიჭერდნენ. დავიჭირეთ კიდევაც და გირაოც ძალიან კარგად გადაიხადეს, მიიღო კიდევაც გირაო. ახლა ამბობს, ბაქიბუქობდა ტყუილად, რომ პარლამენტში არ შევიდოდა, მაგრამ ძალიან კარგად ვიცით შიგნიდან, რომ მას ძალიან უნდა პარლამენტში შესვლა. თუ არ უნდა შესვლა, მაშინ არ შევიდეს, დაამტკიცოს როგორი პრინციპული ადამიანია, მანაც და ნაცმოძრაობის სხვა ლიდერებმაც. მეტი კომენტარი რა შეიძლება გავაკეთო მოვლენების ამ უპასუხისმგებლო განვითარებაზე, მათ განცხადებებზე და ქმედებებზე. ერთი რამ მინდა რომ ვთქვა: ჩვენი მოსახლეობა დაიღალა მათი მუდმივი, გაუთავებელი საბოტაჟით და დესტაბილიზაციის მცდელობით. ამ გაუგებარ ადამიანებზე დროს ვერ დავკარგავთ. ჩვენ საქმე უნდა გავაკეთოთ. ივლისიდან ყველა მუნიციპალიტეტში დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები. ახლა ჩვენ ძალიან დიდ პაკეტზე ვმუშაობთ, რომელიც ეკონომიკის სტიმულირებისთვის იქნება წარმოდგენილი. ვმუშაობთ ძალიან მნიშვნელოვან გეგმებზე თითოეული რეგიონის მიმართულებით, როგორ განვავითაროთ სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოება, როგორ შევქმნათ დამატებითი სამუშაო ადგილები, ტურიზმი და ა.შ. აი, ეს არის რეალურად ის საკითხები, რომელიც მე და ჩვენს მოსახლეობას გვაწუხებს”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge