png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თინათინ ხიდაშელი: არავითარი პრობლემა პანკისში არ არსებობს

  • თავდაცვა
  • 01.02.2016
  • 17:29
თინათინ ხიდაშელი: არავითარი პრობლემა პანკისში არ არსებობს

პანკისის ხეობაში არსებული მდგომარეობა და რუსეთის საინფორმაციო პროპაგანდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუს „ვექტორი“ მსჯელობის ერთ-ერთ ძირითად თემას წარმოადგენდა. გადაცემის წამყვანებმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს პანკისის ხეობაში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით შეკითხვები რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებული განცხადების კონტექსტში დაუსვეს, რომლის თანახმადაც პანკისი ტერორისტების თავშესაფარს წარმოადგენს.

„არავითარი პრობლემა პანკისში არ არსებობს. ჩვენ წინასწარი ინფორმაცია გვქონდა, რომ ასეთი განცხადება იგეგმებოდა და სწორედ ამიტომ მოვაწყეთ ჟურნალისტებისთვის ტური პანკისში, რათა თქვენ კოლეგებს საკუთარი თვალით ენახათ, რომ პანკისის ხეობაში აბსოლუტური სიმშვიდეა. ადამიანები ცხოვრობენ ზუსტად იმავე ცხოვრებით, პრობლემებით, რაც დანარჩენ საქართველოს აქვს; იმავე სიხარულით, რაც დანარჩენ საქართველოს აქვს. არაფერი განსაკუთრებული იქ არ ხდება. ეს არის ჩვეულებრივი, სტანდარტული მდგომარეობა, როდესაც თითის გამოშვერის რეჟიმში რუსეთი ცდილობს საქართველოს რაღაც ისეთი დააბრალოს, რაც არ ხდება. ამიტომ არანაირ საფრთხეს ჩვენ არ ველოდებით. შესაბამისად, რაიმე განსაკუთრებულ ღონისძიებებს არ ვგეგმავთ. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან,“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქ-შოუში პირდაპირი ჩართვისას.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ერთობლივი ანტიტერორისტული ოპერაციების მზადყონაზეც ისაუბრა და სოჭის ოლიმპიადის პერიოდი გაიხსენა: „ნებისმიერი ასეთი ინიციატივა შესაძლებელია სწორედ იმ ფორმატში, რაც სოჭის ოლიმპიადის დროს იყო. ეს არ იყო რუსულ-ქართული, ეს იყო საერთაშორისო ცენტრი, საერთაშორისო ინიციატივა. მხოლოდ ასეთი საერთაშორისო ინიციატივის ფარგლებში ვხედავთ ჩვენს ჩვენ შესაძლებლობას პარტნიორებთან ერთად.“

გადაცემის მსვლელობისას ყურადღება რუსულ საინფორმაციო პროპაგანდაზეც გამახვილდა. როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, რუსული პროპაგანდა ძალიან სერიოზული გამოწვევაა როგორც საქართველოსთვის, ისევე აღმოსავლეთ ევროპისა და მთლიანად ცივილიზებული სამყაროსთვის. „ეს არ არის მხოლოდ ჩვენი თემა, საზრუნავი, საფიქრალი და პრობლემა. როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს ფარგლებში მიმდინარეობს ძალიან აქტიური და ქმედითი მუშაობა ამ პროპაგანდისტული მანქანის გასაჩერებლად. ჩვენც ნაწილი ვართ ამ სისტემის, რომელიც დღეს იქმნება. საქართველო მთელი ამ პროცესის სრულფასოვანი თანამონაწილეა. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ევროპა ამ ინსტრუმენტს შექმნის, რომელიც საქართველოშიც ისეთივე წარმატებით იმუშავებს, როგორც პოლონეთში ან საფრანგეთში,“ - განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქ-შოუში პირდაპირი ჩართვისას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge