png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

პოლონეთი საქართველოს ვაქცინის მიწოდების საკითხში დახმარებას გაუწევს

  • პოლიტიკა
  • 27.05.2021
  • 16:57
პოლონეთი საქართველოს ვაქცინის მიწოდების საკითხში დახმარებას გაუწევს

საქართველოსა და პოლონეთის პრეზიდენტებმა დღეს ორბელიანების სასახლეში პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრა გამართეს.

შეხვედრისას საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხი განიხილეს, რომელიც პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სავაჭრო და კულტურულ სფეროებს მოიცავს.

საუბარი შეეხო კოვიდპანდემიასა და პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკის გახსნის საკითხს, რომელიც რეგულაციების გათვალისწინებით, ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სექტორის გააქტიურებას ეხება.

შეხვედრისას ისაუბრეს ვაქცინაციაზე და ამ პროცესში საქართველოს პარტნიორებისა და მეგობარი ქვეყნების მხრიდან სოლიდარობის მნიშვნელობაზე. როგორც აღინიშნა, პოლონეთი საქართველოს ვაქცინის მიწოდების საკითხში დახმარებას გაუწევს და მიაწვდის ვაქცინის იმ რაოდენობას, რომელზეც მოლაპარაკებები მიმდინარეობდა.

პრეზიდენტებმა გაფართოებული შემადგენლობით, სახელმწიფო დელეგაციებთან ერთად გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პოლონეთის პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხი. ასევე, პოლონეთის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობა.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, ძალიან სასიხარულოა, რომ პოლონეთი მონაწილეობს არქეოლოგიურ გათხრებში, რომელიც მიუთითებს, რომ საქართველო ერთ-ერთი ძველი სახელმწიფოებრიობის მქონე ქვეყანაა. საუბარია საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით მიმდინარე საქართველო-პოლონეთის ერთობლივ ექსპედიციაზე, რომელმაც ქუთაისში ძვ.წ. მე-14 საუკუნის ძველი კოლხური ცივილიზაცია აღმოაჩინა.

შეხვედრას ქართული დელეგაციის მხრიდან ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერი გიორგი ვოლსკი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი კასპიისა და შავი ზღვების რეგიონების ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე, პრეზიდენტის მრჩეველი ჯანდაცვის, სოციალური ინოვაციებისა და ბიზნესსექტორთან ურთიერთობების საკითხებში ქეთევან თათოშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი კულტურის საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი რეგიონული პოლიტიკის საკითხებში იაგო წიკლაური.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge