png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ჩემი საზრუნავი იქნება, ხელი შევუწყოთ მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ძლიერი სათვისტომოების ჩამოყალიბებას - ღარიბაშვილი

  • პოლიტიკა
  • 28.05.2021
  • 13:41
ჩემი საზრუნავი იქნება, ხელი შევუწყოთ მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ძლიერი სათვისტომოების ჩამოყალიბებას - ღარიბაშვილი

ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი იქნება, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში ძლიერი სათვისტომოების ჩამოყალიბებას, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ონლაინ ფორუმზე -„ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძლიერი დიასპორული ცენტრების შექმნა მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

პრემიერმა ხაზი გაუსვა უცხო ქვეყნებში საპატრიარქოს წარმომადგენლობების როლს და აღნიშნა, რომ ეს წარმომადგენლობები უცხოეთში მცხოვრები ქართველების გამაერთიანებელია.

„ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - როგორც ფორუმის სახელწოდებიდან კიდევ ერთხელ, ხაზგასმით, მკაფიოდ ჩანს - ძლიერი დიასპორული ცენტრების შექმნა მთელ მსოფლიოში. ეს იქნება ჩემი ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მთელს მსოფლიოში, 50-ზე მეტ ქვეყანაში, ძლიერი ცენტრების, ძლიერი სათვისტომოების ჩამოყალიბებას.

მე აქვე მინდა აღვნიშნო ჩვენი ეკლესიის როლი, საპატრიარქოს წარმომადგენლობების როლი უცხო ქვეყნებში, რომლებიც არის უცხოეთში მცხოვრები ქართველების გამაერთიანებელი.

ჩვენ არაერთი საკანონმდებლო ცვლილება განვახორციელეთ ამ პერიოდში. პირველად ქართული კონსტიტუციონალიზმის ისტორიაში, ჩვენს კონსტიტუციაში გავაჩინეთ სპეციალური ჩანაწერი, რომლითაც სახელმწიფო უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე იღებს პასუხისმგებლობას. კონსტიტუციიდან ასევე ამოვიღეთ ორმაგი მოქალაქეობის აკრძალვა, რაც იყო შემაფერხებელი ბარიერი ჩვენი დიასპორისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურის კერები.

„დღეს კიდევ ერთხელ მინდა, განსაკუთრებული პატივით და დიდი მოწიწებით მივესალმო ჩვენს იმ თანამემამულეებს, რომლებიც სამშობლოდან შორს შრომობენ, მოღვაწეობენ საკუთარი ოჯახების კეთილდღეობისთვის. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანებს ღირსეული დაბრუნების საშუალება მივცეთ, რაც შეიძლება, მოკლე დროში. რა თქმა უნდა, მათ, ვისაც ამის სურვილი აქვს.

ჩვენი განსაკუთრებული ზრუნვის საგანი უნდა იყოს საზღვარგარეთ არსებული ქართული კულტურის კერები. მინდა ასევე სიამაყით მინდა აღვნიშნო ლევილის მამულის დაბრუნებისა და რეაბილიტაციისათვის გაწეული ძალისხმევა ჩვენი მთავრობის მიერ. მოგეხსენებათ, რომ ლევილის მამული საქართველოს მთავრობას 2016 წელს გადმოეცა. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც მოკლე დროში დასრულდება. კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე, ვუსურვო ჩვენს დიასპორას მხნეობა, ჯანმრთელობა, გაძლიერება, რომელიც საბოლოო ჯამში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და გაძლიერებას დიდი მადლობა დ გისურვებთ წარმატებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge