png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სენატის დელეგაციას შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 03.06.2021
  • 19:28
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სენატის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციას შეხვდა, რომელსაც სენატორი ჯინ შაჰინი ხელმძღვანელობს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება რესპუბლიკელი სენატორი ოჰაიოს შტატიდან რობ პორტმანი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზეა დაფუძნებული. საუბარი შეეხო იმ მიღწევებს, რაც ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის ყველა სფეროს მოიცავს. აღინიშნა, რომ საქართველო მზად არის აშშ-თან უკვე არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობისა და ნატოში გაწევრიანების გზაზე ქვეყნის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს.

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით, საქართველო-აშშ-ის მჭიდრო თანამშრომლობაზე.

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე საუბრისას, ხაზი გაესვა აშშ-ის მხარდაჭერის როლს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში. სენატორებმა შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურეს აშშ-ის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი 19 აპრილის შეთანხმების ერთგულია და მისი განხორციელებისთვის შესაბამის ნაბიჯებს დგამს. სენატორებმა აღნიშნეს, რომ მათი ვიზიტი წარმოადგენს ორპარტიულ გზავნილს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარში უდგას საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად.

შეხვედრას აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, სენატორ შაჰინის მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში ემი ინგლიში, სენატორ პორტმანის მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში ტეილორ ქლოზენი, ხოლო საქართველოს მხრიდან - ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე დაესწრნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge