png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

პოლიტიკური დამღა რატომ არ მოიწმინდეთ, ერთსა და იმავე სიბინძურეს ადვილად რომ ანთხევთ პირის ღრუდან - ლადო კახაძე დეპუტატებს

  • პოლიტიკა
  • 11.06.2021
  • 15:09
 პოლიტიკური დამღა რატომ არ მოიწმინდეთ, ერთსა და იმავე სიბინძურეს ადვილად რომ ანთხევთ პირის ღრუდან - ლადო კახაძე დეპუტატებს

თქვენ თუ რაღაცა დაგაკლოთ გამჩენმა, თქვენს მშობლებს ნუ დააბრალებთ ყველაფერს და იმათ მაინც გაუფრთხილდით, - ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ დეპუტატებს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

„ყველანი პირდაპირ პოლიტიკოსები გახდით. არაფერი არ გამოგივლიათ ამ ქვეყანაზე, პირდაპირ ტრიბუნასთან დადექით. ნაწილს ეხება ეს, ყველას არა. ეს გულს ტკენს ჩემს თაობას, რომელსაც დღე და ღამე აქვს ნამუშევარი, ყველაფერი აქვს გაკეთებული თავის ცხოვრებაში, რომ მოსულიყო, საჯარო სიტყვა ეთქვა. დალოცვილისშვილებო, დედის ძუძუს რძე არ შეგშრობიათ პირზე და ასეთ რაღაცებს ლაპარაკობთ ტელევიზიით, საჯარო სივრცეში როგორ შეიძლება? საჯარო სივრცეს გაუფრთხილდით. თქვენ თუ რაღაცა დაგაკლოთ გამჩენმა, თქვენს მშობლებს ნუ დააბრალებთ ყველაფერს და იმათ მაინც გაუფრთხილდით. პოლიტიკური ტრიბუნა ნიშნავს თანაზიარობას, გამოსწორებას, შექმნას. კანონშემოქმედება ჰქვია ჩვენს საქმიანობას, კანონდოგმატიზმი კი არა. ეს დოგმა რატომ არ მოიშალეთ? პოლიტიკური დამღა რატომ არ მოიწმინდეთ, ერთსა და იმავეს ასე სიბინძურეს ადვილად რომ გადმოანთხევთ პირის ღრუდან.

ჩემს წიგნში დაწერილი მაქვს და ამიტომ სხვისი სიტყვების ციტირება არ დამჭირდება, თქვენ რომ შეგეკითხოთ ახლა, დარბაზში მყოფების დიდ ნაწილს და გკითხოთ, ენა მეტყველების ორგანოა? დამიდასტურებთ, ხო, მეტყველების ორგანოაო. არც ერთი სწორი არ იქნებით, ვინც ამაზე თანახმა ხართ. ენა მეტყველების ორგანო კი არა, მეტყველებაში მონაწილე ორგანოა. ტვინის ნებას უნდა ასრულებდეს და ენის ჭკუაზე რომ ტვინმა იაროს, შეიძლება ესა? რატომ ემსგავსებით ისეთ პოლიტიკოსებს, რომლებსაც ენის ჭკუაზე გინდათ სიარული? ტვინი არსებობს ამისათვის, ბოლოს და ბოლოს 32 კბილი, რომ ზოგჯერ ენას კბილი უნდა დააჭირო, როცა შენი ქვეყნის საზიანოდ შეიძლება, რამე წამოგცდეს“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
  • 15:50
ეკლესიაც, ხალხიც, ხელისუფლებაც ერთად ვზეიმობთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლისთავს - შიო მესამე
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge